8 აგვისტო ლომის კარიბჭის კულმინაცია. დღე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!
ჩემო ძვირფასებო, დღეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღეა.
დღის ენერგიებია: 8 • 8 • 7
დღეს მნიშვნელოვანია დიდად იოცნებოთ, ჩაიფიქროთ სურვილები და სამყაროს თამამად უთხრათ, რა გინდათ სინამდვილეში.
💵 განსაკუთრებით კარგი დღეა:
სურვილების ხელით, ფურცელზე დასაწერად; ფინანსური სიუხვის პრაქტიკებისთვის; სურვილების დაფის შესაქმნელად ან გასაახლებლად ფულთან დაკავშირებული პოზიტიური აფირმაციებისთვის.
🦁 არ გამოტოვოთ მაგალითად:
მადლიერებით ვიღებ ყოველთვიურ შემოსავალს, რომელიც მუდმივად იზრდება. მადლიერებით ვიღებ ფინანსურ სიუხვეს. მადლიერებით ვიღებ ჩემს ახალ სახლს. სურვილი ისე ჩამოაყალიბეთ, თითქოს ის უკვე მოდის თქვენს ცხოვრებაში. დღეს შეიძლება მარტო დარჩენისა და ყველასგან განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ პირიქით იყავით აქტიურები, იურთიერთეთ, გაიცანით ახალი ადამიანები და გამოჩნდით. შესაძლებლობები სწორედ ადამიანების გავლით შეიძლება მოვიდეს.
🤍 ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო გაკეთებას. ითხოვეთ დახმარება, გადაანაწილეთ საქმეები და მიეცით სხვებს თქვენი მხარდაჭერის საშუალება. დღევანდელმა დღემ შეიძლება მოგიტანოთ აღიარება, სასიამოვნო ამბავი, შექება ან საინტერესო შემოთავაზება, რომელიც თქვენს სურვილებთან ერთი ნაბიჯით დაგაახლოებთ.
🦁დაე, 8/8-ის ენერგიამ გაგიხსნათ გზა სიუხვისკენ, ახალ შესაძლებლობებსა და ყველაზე თამამი სურვილების ასრულებისკენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პოლიტიკოსთა სია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სამშობლო დატოვეს