ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჯერ ქრისტე გვპოულობს ჩვენ, შიგნით და მერე გვესმის მისგან – რომ მე ვარო ჭეშმარიტება;
ანუ, ქრისტე არ არის ობიექტი, რომელსაც გამოიკვლევ,
ის ცოცხალია,
მან გიპოვა შენ.
იოანე მოციქული ამბობს – ჩვენ უნდა გვიყვარდეს ის,
რამე თუ ჯერ მან შეგვიყვარა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ,
ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ჭეშმარიტებაა,
ის, რომ ვცდილობთ, რომ ჩვენ იგი გვიყვარდეს,
ის, რომ ვცდილობთ, რომ მას ვეძებდეთ – ეს არის მისივე დამსახურება,
ჯერ მან შეგვიყვარა და ჯერ მან გვიპოვა,
როგორც პეტრეს ეუბნება – ზეციურმა მამამ გამოგიცხადა ის, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ.
შესაბამისად, ჩვენ ეს აღგვძრავს მადლიერებისკენ,
და აი, აქ იბადება სწორედ ევქარისტიული ცხოვრება, მადლიერებითი ცხოვრება,
რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, არ არსებობს ქრისტიანობა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პოლიტიკოსთა სია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სამშობლო დატოვეს
⭕აგვისტოს 5 დღე - 18 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან
⭕„კარგი დღეა ძალების აღსადგენად, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის...“ - 8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი