Digest Logo

„გადადით მოქმედებაზე - დროა, გეგმები რეალობად აქციოთ“: ასტრო-რჩევები თაკო მელიქიშვილისგან 3 აგვისტოსთვის

1785757000
თაკო მელიქიშვილი

„3 აგვისტო მიზნების მიღწევის ენერგია. დღეს საერთო დღის ენერგია არის 3“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ავრცელებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

რა არის სასურველი დღეს:

❤️ გადადით მოქმედებაზე. დროა, გეგმები რეალობად აქციოთ.

❤️ ისწავლეთ და მიიღეთ ახალი ცოდნა, ეს დღე განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

❤️ დატკბით ყოველი წუთით და დააფასეთ დღევანდელი დღე.

❤️ საღამოს მადლობა გადაუხადეთ სამყაროს, ღმერთს, ცხოვრებას ყველაფრისთვის, რაც კარგი მოხდა.

❤️ გახსოვდეთ: ცნობიერების განვითარება ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

რას უნდა მოერიდოთ:

❤️ დაუფიქრებელ და აზარტულ გადაწყვეტილებებს ისინი შესაძლოა დანაკარგის მიზეზი გახდეს.

❤️ დროისა და ყურადღების ფუჭად ხარჯვას.

❤️ სიზარმაცესა და უმოქმედობას.

💚 დღეს ორშაბათია, ამიტომ ეს დღე განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაიბადა 2, 11, 20 ან 29 რიცხვში.

🤍 თქვენი იღბლის ფერებია: თეთრი და ღია მწვანე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჯანდაცვის სამინისტრო - NCDC-ს რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით

⭕„ნამდვილი ასტროლოგია არც სასწაულებს ჰპირდება ადამიანს და არც ბედს უწერს...“ - უჩა სიხარულიძე

⭕ „ჩვენი ფავორიტი მომღერალი“ - ნინო ჩხეიძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს