Digest Logo

„გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში...“ - თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები

1785996554
თამუნა იოსელიანი

„6 აგვისტოს, ვენერა სასწორის ნიშანში გადადის და იწყებს ბალანსის აღდგენას. 

9 სექტემბრამდე, სანამ ვენერა სასწორში იქნება, განსაკუთრებული ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებს, შეთანხმებებსა და სამართლიან გაცვლას დაეთმობა“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში მინეროლოგი თამუნა იოსელიანი პოსტს გვიზიარებს:

„💞 ასტროლოგიაში ვენერა განასახიერებს იმას, რაც ჩვენთვის ღირებულია, ლამაზია და რაც გულით გვინდა. მაგრამ სასწორში ვენერა მხოლოდ სიმპათიას აღარ სჯერდება.

ახლა მთავარი კითხვებია:

✨ არის თუ არა ურთიერთობაში ბალანსი?

✨ ორივე მხარე თანაბრად აფასებს ერთმანეთს?

✨ სამართლიანია თუ არა ის, რასაც ვაძლევთ და რასაც ვიღებთ?

🌿 რას იგრძნობთ ამ პერიოდში?

⚖️ უფრო მკვეთრად დაინახავთ, სად არის დისბალანსი.

💬 გაგიჩნდებათ სურვილი, გულწრფელად ისაუბროთ იმაზე, რაც აღარ გაკმაყოფილებთ.

🤝 გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში, ოჯახში, მეგობრობაში, სამსახურსა და ბიზნესში.

💖 საკუთარ თავს ჰკითხავთ: „რა არის ჩემთვის ნამდვილად ღირებული?

რა ურთიერთობები იმსახურებს გაგრძელებას და რომელს სჭირდება ახალი წესები ან დასრულება?“

✨ რას გირჩევთ?

✔️ პატივისცემით ისაუბრეთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე.

✔️ დააფასეთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი წვლილი.

✔️ არ შეგეშინდეთ სამართლიანი პირობების შეთავაზების.

✔️ ნუ უღალატებთ საკუთარ ღირებულებებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვას ასიამოვნოთ.

⚠️ რან შეიძლება შეგიშალოთ ხელი? შინაგანი რწმენა, რომ თქვენი სიტყვა, გრძნობები ან შრომა საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ სწორედ ახლა დროა ეს შეცვალოთ.

🌸 უთხარით საკუთარ თავს: „მე არ ვარ ჩრდილი. მე ჩემი არჩევანის შემოქმედი ვარ. ჩემი ხმა, ჩემი გრძნობები და ჩემი ღირებულება მნიშვნელოვანია. მე ვირჩევ ჰარმონიულ, სამართლიან და სიყვარულით სავსე ურთიერთობებს“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის ვცდილობ, ორივეს ერთნაირად გავუნაწილო სიყვარული...“ - თამო ვაშალომიძე შვილებზე

⭕ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი „მალიორკასთან“ გამართა

⭕„შესაძლოა, განკურნება სწორედ მაშინ იწყება, როცა გაქცევას ვწყვეტთ...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი