Digest Logo

„გადაუჭრელი პრობლემები როგორმე ახლა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი თუ ომის გზით“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

1722841811
გიორგი ლობჟანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც თავად ამბობს, 5 აგვისტოს პლანეტა მერკური დაასრულებს თავის დირექტიულ მოძრაობას და დაიწყებს უკუსვლას ქალწულის ნიშანში, რაც აუცილებლად წარმოშობს და გაააქტიურებს ძველ საკითხებს.

ასტროლოგი ყურადღებას ამახვილებს 4 რიცხვზე, როცა თბილისის დროით 15:13 საათზე ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

„ბევრს აქვს დაგეგმილი აგვისტოში სიახლეები და სანამ მეც დროებით შვებულებაში გავიდოდე, აგვისტოს მოკლე ვარსკვლავურ პროგნოზს დაგიდებთ, რომ იცოდეთ რამდენად და რისთვის ვარგა ან არ ვარგა ეს მონაკვეთი:

5 აგვისტოს პლანეტა მერკური დაასრულებს თავის დირექტიულ მოძრაობას და დაიწყებს უკუსვლას ქალწულის ნიშანში, რაც აუცილებლად წარმოშობს და გაააქტიურებს ძველ საკითხებს. გადაუჭრელი პრობლემები როგორმე ახლა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი თუ ომის გზით. ერთ დროს მივიწყებული ამბები ისევ დღის წესრიგში იქნება, რიგ შემთხვევებში ფორსმაჟორიც მოსალოდნელია.

დრო კარგია საქმეების დასასრულებლად, პროექტების ხელმეორედ გადახედვისთვის, ძველი საკითხების მოგვარებისთვის. არ ვარგა ახალი საქმის დასაწყებად, ახალ სამსახურში, ბინაში თუ მანქანაში გადასასვლელად, არც დოკუმენტებზე მუშაობისთვისაა ეს დღეები ხელსაყრელი. აგვისტოს ბოლომდე ეცადეთ დაისვენოთ და ძველი საქმეები დაასრულოთ.

რადგან რეტრო მერკურიზე ელემენტარული გაგებაც კი ჭირს, ზუსტად ახლაა შესაბამისი დღეები დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც არაა იოლად საქმე, ახლო აღმოსავლეთი კვლავ დაძაბულ ზონად რჩება, რაზედაც ცალკე შეიძლება საუბარი ... ამ მხრივ აგვისტოს შუა რიცხვებიც ცხელი იქნება, როცა მარსი გადაუვლის იუპიტერს და შეიკვრება კვადრატი სატურნთან.

4 რიცხვში თბილისის დროით 15:13 საათზე გვექნება ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, თან პიკზე მთვარე ასექსტილებს მარსსა და იუპიტერს, რაც ზრდის გარკვეულ პოზიტიურ საკითხებს და კერძოდ, რაში: მეტად მიიღეთ რელაქსი ლიტერატურული და ზოგადი შემეცნებითი ღონისძიებებიდან, საინტერესო დროა ახალი ნაცნობობისა და სამომავლო პროექტებზე ფიქრისთვის ან არსებული პროექტების ხელახალი რეფორმებისთვის. ასევე, იდეალური პერიოდია სწავლისა და მეცნიერული უნარ-ჩვევების გამომზეურებისთვის, დროებითი მოგზაურობის და ძველი ადგილების, ადამიანების მონახულებისთვის.

კონკრეტულად ეს აგვისტო ხელს არ უწყობს ახალი საქმის დაწყებას და სტარტს. რომ იტყვიან ჭეშმარიტად რელაქსის და მიმდინარე საკითხების დასრულება-მოგვარების დროა!

რის შესაძლებლობაც გაქვთ, მეტად დაისვენეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს! სიახლეები სექტემბრისთვის გადადეთ! სამ რვიანზე ცალკე დავწერ.

პ.ს. ვინც ვერ გადადებთ დიდ პროექტებს და უბრალოდ ეს შეუძლებელია, ნუ ინერვიულებთ, მიჰყევით მოვლენებს და არსებული დღეებიდან შევარჩიოთ უმჯობესი“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოტივატორი ხართ 40+ ქალებისთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

5 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

ქორწილის შემდეგ თათა ვასაძე რჩეულთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრა - რა კადრებს აქვეყნებს ბიზნესმენის შვილი