Digest Logo

🎥 „გაძლიერებულია ინტუიცია, შესაძლოა გაიგოთ სიახლე, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“ - 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

14 აპრილი 5:53
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, ამ დღის გამოყენება ძალიან კარგი იქნება ენერგიის აღსადგენად, გონებრივი სამუშაოსთვის. შეგიძლიათ დღევანდელი დღე დაუთმოთ განტვირთვას, გაატაროთ დღე კომფორტულ და მშვიდ გარემოში“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

♈ ვერძი - მოგიწევთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა გაითვალისწინეთ, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური. დაგჭირდებათ ყურადღება პირად ურთიერთობებს მიაქციოთ, იყავით მომთმენი.

კურო - აღმოჩნდებით ისეთ გარემოში, სადაც თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ან შეხვდებით ისეთ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული დაძაბულობა გაქვთ. შეგიძლიათ საკუთარ ვიზუალში ცვლილება შეიტანოთ.

♊ ტყუპები - ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, ეცადეთ დიალოგი იყოს სიღრმისეული. კარგი იქნება მეტი გულახდილობა თქვენს მეორე ნახევართან.

კირჩხიბი - საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა, გაგახსენდებათ ძველი წყენები, პრობლემები რაც დღეს თავს იჩენს. ეცადეთ, ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, რადგან ყველაფერი მოგვარდება.

♌ ლომი - საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ. პრობლემები რაც გაწუხებდათ, მდგომარეობა, რომელშიც იყავით სწორედ დღეს იპოვით გამოსავალს. ახალი ხედვის და შთაგონების დღეა. 

♏ ქალწული - არ დაგეგმოთ დღევანდელი დღე, რადგან დიდი ალბათობაა გეგმების შეცვლის, მოხდება მოულოდნელი რაღაცები. ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენები იქნება ნეგატიური, პირიქით.

♎ სასწორი - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორული ურთიერთობის კუთხით. შეგიძლიათ დღე ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენოთ, თქვათ ის, რისი თქმაც გინდათ. 

♏ მორიელი - დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია თქვენი ინტუიცია, შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. შესაძლოა გაიგოთ სიახლე, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. იყავით რაციონალურები და გამოიყენეთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობა.

♐ მშვილდოსანი - საკმაოდ მოტივირებული იქნებით, სურვილი გექნებათ ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ, თუმცა უმჯობესია სიმშვიდე შეინარჩუნოთ. უცხო ენის შესასწავლად კარგი დღეა. 

♑ თხის რქა - სტაბილური დღეა, კარგია დეტალებზე ორიენტირება. გელოდებათ კარიერული წინსვლა, რასაც ემატება ვალდებულებები. უმჯობესია სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. 

♒ მერწყული - გაატარეთ დღე მეგობრებთან, მათთან დიალოგმა შეიძლება ახალი იდეები მოგცეთ. არ გადაიტვირთოთ, მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ. 

♓ თევზები - საკმაოდ წარმატებული და დადებითი დღე გექნებათ. გადადგით თამამი ნაბიჯები, მაგრამ ნუ გექნებათ კონტაქტი ისეთ ადამიანებთან, ვინც მძიმე აურას ატარებს.  

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აპრილის მეორე ნახევარი შედარებით მეტ ინგრესიებს და დაძაბულ ასპექტებს მოიცავს...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

დღეიდან მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო

„ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა... დედაენა წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს, ჩემი დედა ვაჩუქე და მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე“ - ნოდარ დუმბაძე დედაენაზე