მას შემდეგ რაც, სოციალურ ქსელში ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრმა Nazaraliev medical გიორგი ყიფშიძესთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, უამრავი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოები და სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, თითქოს გიორგის ჯანმრთელობა აწმყოში, ახლა გაუარესდა და კომაში იმყოფებოდა.
რაც ცხადია სიცრუეა და მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ გიორგი ყიფშიძე კომაში სპეციალურად, მკურნალობის მსვლელობისას შეჰყავდათ, რაც გამოჯანმრთელებას უწყობდა ხელს.
აღნიშნულ ფაქტს მსახიობის შვილი ნატალია ყიფშიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მამამისი ამჟამად კარგად არის.
„მამა კარგად არის. ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტეთ“, - წერს ნატალია ყიფშიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნანუკა გულუა შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
🎥 ნაღვლის ბუშტის მერიდიანმა შესაძლოა შაკიკი გამოიწვიოს - ენდოკრინოლოგის განმარტება