„ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის. ჩემო საყვარელო სასწორებო, ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მოგიმზადეთ. ვნახოთ, რას მოგიტანთ ეს საოცარი თვე. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი დღეები, რათა გაითვალისწინოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოთ“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი ანა მზიანი გვიზიარებს:
„☀♎️ პირველ ნოემბერს თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - უნდა დაფიქრდეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე, თქვენს ფინანსებზე, რა მოგწონთ, რა უნდა გააუმჯობესოთ ან რა აღარ გჭირდებათ. ზოგიერთი შეიძლება დაფიქრდეთ შვილის გაჩენაზე ან გაიგოთ, რომ გეყოლებათ. შეიძლება დაიწყოთ ახალი იდეების განხორციელება, რაც მომავალში ფულს, აღიარებას მოგიტანთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება დიდ გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე. ამიტომ კარგად დაფიქრდით. სხვათა შორის, ასეთი ასპექტი იქნება 24 ნოემბერსაც და აბა დააკვირდით რა მოხდება.
☀♎️ ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - უნდა მოაწესრიგოთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება დააბანდოთ ფული საკუთარ თავში, სწავლაში, იმ საქმეში, რაც სიამოვნებას, ფულს მოგიტანთ.
☀♎️ 9 ნოემბერს, 11:01-ზე ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - ისევ ფინანსების თემა იქნება გააქტიურებული. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო, დაიწყოთ მუშაობა, აიღოთ პირველი ხელფასი. ზოგიერთი დაიწყებთ ფულის მოგროვებას.
☀♎️ 11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - დაასრულეთ ან მოიცილეთ ის პროექტები, რასაც არ მოაქვს განვითარება, წარმატება, ფული. ან შეიძლება წარმატება მოგიტანოთ იმ საქმემ, რაზედაც მუშაობდით. ზოგიერთი შეიძლება გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან ან კოლექტივიდან, სადაც ამოწურეთ საკუთარი შესაძლებლობები. ან პირიქით, შეიძლება დაბრუნდეთ ძველ გუნდში. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მეგობარი დატოვოთ წარსულში.
☀♎️ 16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - ზოგიერთი დაიწყებთ ახალ პროექტზე მუშაობას, გახდებით ცნობილი და პოპულარული გუნდის წევრი. შეიძლება დაუმეგობრდეთ გავლენიან ადამიანს ან ასეთი დაგეხმაროთ წინსვლაში. მოიმატებს თქვენი აქტიურობა და პოპულარობა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთმა კი შეიძლება მეგობრებთან ერთად დაიწყოთ ვარჯიში.
☀♎️ 18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - გავლენიან და ცნობილ ადამიანთან უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და მოიპოვოთ ახალი უფლებები. შეიძლება ვინმე გავლენიანმა გამოგცადოთ, აბა შეძლებ ჩემ გვერდით მუშაობას, ჩემთან მეგობრობას?
☀♎️ 19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ეცადეთ, სასარგებლო საქმეს მოახმაროთ. არ გირჩევთ ბრძოლას, აგრესიულობას. განსაკუთებით ავტორიტეტებთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან.
☀♎️ 22 ნოემბერს მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - ჰარმონიული პერიოდი იწყება თქვენთვის, შეიძლება დაიწყოთ სწავლა, შეიცვალოთ სამოძრაო გზა, გაიჩინოთ ახალი მეგობრები ან არსებულებს უფრო ხშირად შეხვდეთ.
☀♎️ 24 ნოემბერს, 18:53-ზე სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - უნდა დასრულდეს, შედეგი მიიღოთ უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებთან: შეიძლება გადაწყვიტოთ გამგზავრება, მიიღოთ საჭირო საბუთები. ზოგიერთმა შეიძლება აიღოთ დიპლომი, სერტიფიკატი.
☀♎️ 26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - შეიძლება გაემგზავროთ ემიგრაციაში, დაიწყოთ მუშაობა სხვებისგან ფარულად. შეიძლება გააქტიურდნენ ფარული მტრები, წამოიწიოს წარსულის თემები. ზოგიერთი კი დაიწყებთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვებისგან ფარულად. კარგი იქნება იოგა, აღმოსავლური პრაქტიკები.
☀♎️ 26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - საინტერესო ისაა, რომ ლილიტი სატურნის სახლში - თხის რქაშია და იქიდან ურტყამს ვერძში მყოფ პლანეტას. შეზღუდვები და ცდუნებები შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორის მხრიდან თქვენი კარიერის თემაზე. შეიძლება ვალდებულებების გამო თავი დეპრესიულად, განწირულად იგრძნოთ და ნუგეშიც ვერ მიიღოთ პარტნიორისგან. ზოგადად, გაფრთხილდით, რომ პარტნიორებთან იყოთ მოზომილი. ნუ მიიტანთ სამსახურის ნეგატივს სახლში.
☀♎️ 28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - შეიძლება რომანი გააბათ გავლენიან ადამიანთან, მიიღოთ ფული თქვენი პროექტისთვის; ზოგიერთს გამოგიჩნდეთ სპონსორი, ზოგიერთმა კი შეიძლება მდიდრული ქორწილი გადაიხადოთ, მდიდრული საჩუქარი მიიღოთ.
☀♎️ 29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში: შეიძლება მოლოდნელად გაემგზავროთ უცხოეთში სიყვარულის გამო ან იქ შეხვდეთ; შეიძლება თქვენი ორიგინალური იდეების განხორციელება დაიწყოთ, შეიძლება უცხოეთში გაიტანოთ თქვენი შემოქმედება ან მოულოდნელად შვილებთან გაემგზავროთ საზღვარგარეთ“, - წერს ანა მზიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ იღბლიანი დღეები - 2026 წლის ნოემბერში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს
⭕ სიმპტომები, რომლის დროსაც გულს ყურადღება უნდა მივაქციოთ - „ვეღარ უმკლავდება დატვირთვას...“