Digest Logo

„მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე“ - წმინდა ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებები და ახალი ფილმი კინოთეატრებში: რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1793630810
გიორგი ლობჯანიძე

22 ოქტომბრიდან კინოთეატრებში სცენარისტ გია კაჭარავას ახალი ფილმი - „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“ გამოვიდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე წმინდა ბერის სულიერ მემკვიდრეობაზე, მის უცდომელ წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვეობის გლობალურ გამოწვევებზე საუბრობს:

„ახალი და ძალიან საინტერესო ფილმია გამოსული წმინდა ბერი გაბრიელის შესახებ. სცენარისტი გახლავთ ძალიან კარგი პიროვნება ბ-ნი გია კაჭარავა. ფილმის სახელია ,,ბრძოლა - ბერი გაბრიელი“, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამონარიდია.

22 ოქტომბრიდან გადის კინოთეატრებში და შეგიძლიათ თქვენც დაესწროთ და იხილოთ.

მის პიროვნებას და წინასწარმეტყველებას, რაც შეეხება: ეს ზუსტია და ზედმიწევნით ასე იქნება. ეს სხვა წმინდა მამებსაც აქვთ ნათქვამი და არა მხოლოდ, ქრისტიანულ, არამედ, უცხოურ ეპოსებშიც ასეა, რაც გადამოწმებული მაქვს მრავალგზის.

წმინდა ბერი გაბრიელი, ხშირად ამბობდა და საუბრობდა იმ ბოლო გაბრძოლებების და აღვირახსნილობის შესახებ, რაც დღეს ხდება, ასევე იმას რომ ბიბლიური და ზოგადად, წმინდა სწავლების გადმოცემა, (როგორც ერთადერთი „სრულყოფილი“ ჭეშმარიტება) გამრუდდებოდა, იქნებოდა არასწორი სწავლებები, ხოლო ამას ხალხი დაიჯერებდა, სწორი სარწმუნოებრივი შეხედულების პოვნა გართულდებოდა, რაც დღევანდელობას ასახავს.

მისი ექიმის, უძვირფასესი პიროვნების, ბ-ნი ზურაბ ვარაზაშვილის წარსულის მოგონებას, უცვლელად გთავაზობთ:

„მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე, მატერიალური არსებობა მთავრდება. ამ ხალხს ასე ჰგონია, ტაშბაირამი რომ აქვთ ახლა, სულ ასე იცხოვრებენ. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მალე ყველაფერი დამთავრდება. თქვენ ყველა მოესწრებით ამას“.

(ასევე, სხვა მოგონებას წმინდა ბერი გაბრიელის შესახებ კომენტარების ველში გთავაზობთ)

„წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილულად მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში“.

ეს არაა ზღაპრები. წმინდა ბერი გაბრიელი სულიწმიდის მადლით იყო ხილულად მოსიარულე სიწმინდე. სიცოცხლეშივე უცდომელი წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა უფალმა და ეს ბევრ ადამიანს მის თავზე გამოუცდია.

მათ შორის, მიშველა მეც 2019 წელს, როდესაც მოულოდნელად გავხდი ცუდად. კორონა ვირუსის სრულ სიგიჟემდე 1 წლით ადრე. არც კი ვიცოდი თავიდან ბევრი რამ, მაგრამ ისეთი ინფორმაციები მომცა და მოიტანა მან ჩემამდე, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო არეულობის სცენები, სამწუხაროდ, ბევრი რამ კიდევ იქნება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ მოვლენებს, როგორც აშუქებენ თვალდახუჭული ენდობა, ესენი არიან მძინარე სულები, რომლებსაც მე პირადად მატრიცული სისტემის ბოტებს ვეძახი.

უდიდესი გადატვირთვა და ქაოსი მიდის დაფარულში დღეს მსოფლიოში. ეს გახლავთ სულიერ-მენტალური ომი. ბრძოლა არა, ნიშანდობლივ - ომი!

ომი, სადაც კაცებმა დაკარგეს თავის კაცობა, ხოლო ქალებმა - ქალობა!

ნახევარი ჯოჯოხეთი დედამიწაზეა და საზოგადოება ვერ ამჩნევს ამას, მიუღებელი მისაღები ხდება, ხოლო მისაღები - მიუღებელი.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც სიმართლე 4 სავარაუდო პასუხშიც კი არაა ნახსენები, ამიტომ დიდი სიბრძნე სჭირდება ადამიანს გონივრული ნაბიჯებისა და გადარჩენისთვის, რამე თუ მე-8 დღე, როგორც უსასრულობა მარადისობისაა ქრისტე ღმერთთან ერთად და მარადიულ ცხოვრებას, უკვდავობას და ნუგეშს ბოროტი სულები ვერ დაიმკვიდრებენ!

დღევანდელობაში, ძალიან სამწუხაროა, რასაც ვამბობ, თუმცა ასეა, რომ სასულიერო პირებზე მეტად ერისკაცებს გვესმის იმ დროის არსი, რაშიც ვცხოვრობთ. გულს მიმძიმებს ის ფაქტი, რომ ისინიც ვერ ათვითცნობიერებენ ამას და არიან დუმილში. ეს არაა განკითხვა, ესაა სიმართლე და ერთგვარი წუხილიც, მხილებაც, რომ მათ მეტი აქტიურობა და შემართება მოეთხოვებათ.

რაც შეეხება ფილმს, ბ-ნი გია ყოველთვის კარგ ფილმებს იღებდა, ამიტომ შეგიძლიათ თქვენც უყუროთ და გაეცნოთ მის შემოქმედებას“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ იღბლიანი დღეები - 2026 წლის ნოემბერში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს

⭕ სიმპტომები, რომლის დროსაც გულს ყურადღება უნდა მივაქციოთ - „ვეღარ უმკლავდება დატვირთვას...“

⭕„სცენა განათებულია, დარბაზი ნახევრად ცარიელია“ - რას გვიქადის იუპიტერის ლომში შესვლა: კატო მაყაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕