
ცნობიერების ევოლუცია ეს არის ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაციის პროცესი, სადაც გონება სცდება მატერიალურ საზღვრებს და იწყებს სამყაროს უფრო ღრმა, ენერგეტიკულ და სულიერ დონეზე აღქმას. ეს გზა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თვითშეგნების განვითარებაა მოგზაურობა, რომელიც ადამიანს საკუთარ „მე“-სა და სამყაროს ჭეშმარიტ არსთან აახლოებს.
ცნობიერების ევოლუციის დონეებზე სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს:
„რატომ ვეღარ გადაჰყვება ახალ ვიბრაციებზე გადასულ დედამიწას „მძინარე“ ცნობიერება!
თუ დღეს კაცობრიობას დავაკვირდებით, მკაფიოდ შევამჩნევთ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ცნობიერების ევოლუციის სხვადასხვა დონეზე.
პირველი ჯგუფი ადამიანებისა ეს „მძინარეები“ არიან.
ისინი ძირითადად, არახელსაყრელ პირობებში იბადებიან, მათი ცნობიერება მოუქნელია და ცხოვრება ნებისმიერ ფასად თავის გადარჩენის ძირითად ინსტინქტამდეა დაყვანილი.
მათთვის ყოველდღიურობა და ყველა საუბარი საკვებზე, საჭმლის ფასებზე, შოპინგზე, ბრენდებზე, გართობასა და ყოველდღიურ განკითხვა, ბრაზი, კამათი, ჩხუბზე, წყენებზეა დაფუძნებული. ამ წუთს, თემა არ იწერება განსაკითხავად ან დასამცირებლად, პირიქით, ეს კეთდება გამოსაფხიზლებლად, გასაცნობიერებლად, რომ გონებას, უბრალოდ, არ შესწევს რაიმე უფრო ფართოს და მაღლის აღქმის უნარი, სანამ არ შეცვლის არსებულს, ჩვეულს და რაც მთავარია, ეს შეცვლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
ამ ცნობიერებაზე მაღლა დგანან „მატერიალისტები“.
ისინი ყველაფერს მოგებით ზომავენ და გამუდმებით კითხულობენ: “მე რა?“ „რას ვიღებ ამაში?“ „რას იღებს ხალხი ამაში“ - ვექტორის გადატანა სჩვევია.
მათი რწმენა განსაზღვრულია ხილულით, „რისი ხელში დაჭერა ან დანახვა, შეხება შეუძლიათ“. მატერიალისტები განიცდიან დეგრადირებას ამავე მატერიაში, ჩამორჩებიან სულიერ ევოლუციას, თუმცა ამას თავად ვერ აცნობიერებენ და არც აღიარებენ. სწორედ ეს ადამიანები დასცინიან ყველაზე ხშირად სულიერ პრაქტიკებს და მათ „შიზოიდებად“ და სხვა დამამცირებელ ფორმებად მოიხსენიებენ, იარლიყებს აკერებენ „მხილებას“ მოფარებულნი იმკვიდრებენ თავიანთ ადგილს ხილულ სამყაროში.
შემდეგ მოდიან „ემპატები“ („მგრძნობიარენი“).
ეს ადამიანები უკვე ფიქრობენ სულზე, იმაზე, თუ რატომ არიან აქ, რომ მათი ცხოვრება უნდა იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ სახლი, ხე, მანქანა, აგარაკი, სამსახური და სესხი. მათში სწრაფად ვითარდება ინტუიცია და ისეთი შესაძლებლობებიც კი, რომელთა ლოგიკით ახსნა რთულია.
ისინი ეძებენ წიგნებს, პრაქტიკებს, დადიან ან გადიან ტრენინგებს... ხელიდან არ უშვებენ გაზრდის და განვითარების შანსს. მათი დევიზია: „სხვა რაღაცაშია საქმე. ეს ცხოვრება რაღაც მეტია, ვიდრე ის რაც ჩანს“. სწორედ ამ ჯგუფიდან იბადებიან ისინი, ვისაც შეუძლია პლანეტის მომავლის გადაწერა.
მეოთხე დონეა „სინათლის გამტარები“.
მათი ცხოვრება არა საკუთარი თავის, არამედ სამყაროს მსახურებაა. ისინი გაცნობიერებულად მუშაობენ ენერგიებით, გრძნობენ პლანეტას, როგორც ცოცხალ არსებას და ესმით, რომ მათი ყოველი ფიქრი, ბგერა, ემოცია და ქმედება გავლენას ახდენს საერთო ველზე. ერთმა ოსტატმა თქვა: „მე არ ვაშენებ კარიერას, მე ვაშენებ ველს ჩემს გარშემო“. ასეთი ადამიანები ცოტანი არიან, მაგრამ ისინი მასწავლებლები ხდებიან ემპატთათვის და მაგალითები მათთვის, ვინც ახლა იწყებს „გამოღვიძებას“.
უმაღლესი კატეგორიაა „სულიერი მასწავლებლები“,როგორიცაა ბუდა ან ქრისტე.
ისინი ფიზიკურ ფორმაში არ არიან, მაგრამ მათი ღვთიური ენერგია სულიერი ევოლუციის მხარდამჭერია . მათი ენერგია იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. მათი ენერგია გიწინამძღვრობთ და გიცავთ პლანეტაზე.
ახლა, ამ წამს მნიშვნელოვანია გვესმოდეს: დედამიწის „ამაღლების “ პროექტი ხორციედლება და ევოლუციური გადასვლა მიმდინარეობს და პირველი ორი ტიპი აღარ არის რეზონირებად ამჟამინდელ ახალ დედამიწის ვიბრაციებთან. ეს რას ნიშნავს?ეს ნიშნავს, რომ „მგრძნობიარე“ ადამიანების გატეგორიას ჯერ კიდევ აქვთ შანსი, ერთი დაბადებით, გადმობადებით, ამავე სიცოცხლეშივე ავიდნენ სულირ ვოლუციის საფეხურზე მაღლა.
„არც ღვინო და არც წყლის“ ან „ნელთბილობის“ დრო მორჩა, დასრულდა.
მომავალი მათ ეკუთვნის, ვინც ირჩევს სულის ევოლუციიას, ცნობიერების გაფართოებას, ჭეშმარიტების გახსენებას და ამ ყველაფერში, ამ ეტაპზე, აქ დედამიწაზევე მსახურებას (და არა ძველ ენერგიებში შიშში, განკითხვაში, ვაი-ვიშში და მომხმარებლობაში დარჩენას) და გაცემას. დიახ, გაცემის დროა! ყველა იმას გავცემთ რაც გვაქვს?“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლილიანას რეაქცია, როდესაც ოპერაციის შემდეგ საკუთარი სახე დაინახა
⭕თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს - „უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციაში დარეკეს“