Digest Logo

„შეიძლება გაიცნო ადამიანები, რომლებიც მომავალში შენს პროექტებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“ - 17 ოქტომბრის ასტროპროგნოზი

1760646279
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 ოქტომბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე წერს:

„ჰოროსკოპი 17 ოქტომბრისთვის

მთვარის დღე: 25 / 26

მთვარის ფაზა: კლებადი მთვარე ქალწულში

ვერძი

დილით შეიძლება ზარმაცობამ შეგაწუხოს, მაგრამ ნუ გადადებ საქმეებს. დღეს ფულისა და მომგებიანი შესაძლებლობების დღეა. აირჩიე ორი მთავარი ამოცანა და მხოლოდ მათზე გააკეთე ფოკუსირება. ოჯახში მეტი სითბო და მოქნილობა გამოავლინე.

კურო

სერიოზულად მიუდექი დღეს მიღებულ შეთავაზებებს. ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას სწრაფად — დაფიქრდი და შეაფასე რესურსები. დღეს კარგად გამოგივა რუტინული საქმეები — გამოიყენე დრო და დაასრულე დაგროვილი დავალებები.

ტყუპები

დღეს ემოციები გამძაფრებულია, ამიტომ სჯობს რთული გადაწყვეტილებები სხვა დროს გადადო. კომუნიკაციაში წარმატება გელოდება — მეტი ილაპარაკე, გაიცანი ახალი ადამიანები.

კირჩხიბი

მშვიდი და სტაბილური დღეა. დაასრულე ადრე გადადებული საქმეები, თუმცა ნუ დაიწყებ დიდ პროექტებს. შეიძლება მცირე შფოთვა იგრძნო — ყველაფერი დროებითია.

ლომი

ბედი დღეს შენს მხარეს გადმოიხარა. შეგიძლია, რთული საკითხების მოგვარება და ახალი იდეების გამოცდა. პოზიტიურად იფიქრე და არ დანებდე პირველივე წარუმატებლობაზე. არ გაფანტო ენერგია — ერთი მიზანი აირჩიე და იმაზე იმუშავე.

ქალწული

ფინანსური საქმეებისთვის ხელსაყრელი დღეა. კონტრაქტები, გარიგებები და შესყიდვები წარმატებით ჩაივლის. ფრთხილად სიტყვებთან — ერთმა უხეშმა ფრაზამ შეიძლება ვინმე გაანაწყენოს.

სასწორი

ნუ გადააფასებ საკუთარ ძალებს. სანამ რთულ საქმეს დაიწყებ, გადაამოწმე შესაძლებლობები და რისკები. ყურადღებით დაგეგმე დრო, რომ არ აღმოჩნდე დაპირებების ტყვეობაში.

მორიელი

დღის განმავლობაში შენი დამოკიდებულება ადამიანების ან მოვლენების მიმართ შეიძლება შეიცვალოს. ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას. ურთიერთობებში ეცადე პარტნიორს მოუსმინო და იპოვო საერთო ბალანსი.

მშვილდოსანი

დღეს შეიძლება გაიცნო ადამიანები, რომლებიც მომავალში შენს პროექტებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. თავი შეიკავე ზედმეტი ხარჯებისგან — ეკონომიის პერიოდი გჭირდება. შეინარჩუნე სიმშვიდე და ემოციური ბალანსი.

თხის რქა

სჯობს დღე სახლში გაატარო ან დისტანციურად იმუშაო. შეიძლება მიიღო საინტერესო შემოთავაზება ინტერნეტის ან ტელეფონის საშუალებით. დაკავდი იმ საქმით, რაც თავდაჯერებას მოგმატებს.

მერწყული

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. შეგიძლია რთული საქმეების დაწყება, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გქონდეს — სხვების დახმარება შედეგს ვერ მოგცემს. მცირე სირთულეებს მშვიდად მიუდექი.

თევზები

შესაძლოა მოვლენებს სხვაგვარად შეხედო და შენი პოზიცია შეიცვალოს. ზოგიერთმა თევზმა შეიძლება უსიამოვნო ამბავი მოისმინოს. გამოიჩინე ყურადღება ოჯახის წევრებისადმი — მათ შეიძლება შენი დახმარება დასჭირდეთ.

დღეს შენი გონება ნათელია, გული — მშვიდი. იყავი მადლიერი ყოველი მომენტისათვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ქმარმა ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან, თავის კოლეგასთან მიღალატა“ - რას ჰყვება ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პირად ცხოვრებაზე

„რაც მეტად, ინტენსიურად, სიღრმისეულად განიცდი, რომ შენთან არის ღმერთი, მით მეტად გიყვარს ნებისმიერი ადამიანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„უდიდესი ძალაა გიყვარდეს და შეგეძლოს პატიება - ეს არის ყველაზე მაღალი ვიბრაცია და წყალობა, რომელიც ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება“ - ეზოტერიკოსი