
პლანეტა მერკური 2025 წლის 17 ივლისიდან რეტროგრადული იყო. 12 აგვისტოს კი ის დირექტიული (წინმავალი) გახდება.
ეს ნიშნავს, რომ დაბნეულობა, კომუნიკაციის შეფერხება, დაგვიანება წარსულს ჩაჰბარდება.
ენერგია ნელ-ნელა იწყებს დამშვიდებას და საქმეები უფრო პირდაპირ, ეფექტურად განვითარდება.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს:
„მერკურის რეტროგრადულობა დასასრულს უახლოვდება.
ხვალიდან მზის სისტემის ეს ყველაზე პატარა და სწრაფი პლანეტა კვლავ წინმავალი, ანუ დირექტიული გახდება. ამის შემდეგ ის უკუსვლაში დაგდებულ სიჩქარეს თანდათან აკრეფს.
სიჩქარის მატების კვალდაკვალ გაიზრდება ადამიანებს შორის ერთურთის გაგების ხარისხი, ანუ სწორი კომუნიკაცია. აღარ დააგვიანებს წერილები, ამანათები, ტრანსპორტი უფრო გამართულად იმუშავებს და ის, რაც არარეკომენდებული იყო ამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში - დოკუმენტების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა, ტექნიკის შეძენა - კვლავ შესაძლებელი გახდება“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სექსუალური და მიმზიდველი“ - ნეკა დოროყაშვილი თეთრ კაბაში პოზირებს
⭕„ულამაზესი, კაშკაშა“ - ეკო ფანგანი სოცქსელში ახალ ფოტოებს ავრცელებს
⭕„უკარგესები ხართ, მიხარია ყველას ერთად დანახვა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს რუსკა ქარქაშაძე