
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს, ზუკა.
რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად იგი ლიზა ჩიჩუასთან, ირაკლი მაქაცარიასთან და მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
„უკარგესები ხართ, მიხარია ყველას ერთად დანახვა“.
„გაიხარეთ, ბედნიერები იყავით“.
„რა ხალხი, გენაცვალეთ“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთი ძიგუა ავტომობილში პოზირებს - ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 რა ჯანმრთელობის წინაშე დგანან ადამიანები, რომლებიც 7, 16 და 25 რიცხვში დაიბადნენ