Digest Logo

„გახსენება, რომ სული ყველაზე მეტად მაშინაა გამოკვებილი, როცა სიმარტივე გვყოფნის“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი მარხვაზე

1770552475
მარხვამარხვა

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს მარხვაზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

მისი თქმით, ფიზიკური შიმშილის დაძლევა მხოლოდ დასაწყისია! უმთავრესი კი ფიქრის გაწმენდაა, იგივე „მედიტაცია,” რათა გონებაში ადგილი გათავისუფლდეს სინათლისთვის:

„სანამ „სამარხვო ჩალაღაჯს” და „მარგარინზე” დამზადებულ „სამარხვო ტორტს” მიირთმევ, იფიქრე ამაზე.. მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის… ის არის სივრცე, სადაც ადამიანი საკუთარ სურვილებს უყურებს თვალებში.. ჩუმად, შეუმჩნევლად, გულწრფელად.

როცა ფორმას ვიცავთ, მაგრამ ვნებას ვკვებავთ, სხეული თითქოს ისვენებს, ხოლო სული ისევ ძველ ხმაურში და შიმშილში რჩება. ნამდვილი მარხვა იქ იწყება, სადაც ნაყროვანება იცვლება მადლიერებით, შიმშილი - სიფხიზლით და სურვილი - მშვიდი სიჩუმით და წონასწორობით..

ფიზიკური შიმშილის დაძლევა მხოლოდ დასაწყისია! უმთავრესი კი ფიქრის გაწმენდაა, იგივე „მედიტაცია,” რათა გონებაში ადგილი გათავისუფლდეს სინათლისთვის.

მარხვა არის დაბრუნება საკუთარ თავთან. არა აკრძალვა, არამედ გახსენება, რომ სული ყველაზე მეტად მაშინაა გამოკვებილი, როცა სიმარტივე გვყოფნის..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ შენი ბებია ძლიერ შიშს გადაურჩა, ეს ცვლის მისი გენების მუშაობას, ეს პროგრამა კი შეიძლება გადმოგეცეს შენ“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

„დიდად სწყალობდა საქართველოში არსებულ მუსულმან მოსახლეობას, თავადაც წარჩინებით ერკვეოდა ყურანში“ - გიორგი ლობჯანიძე დავით აღმაშენებელზე

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 8 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე