დღეს, 8 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.
დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ყველას გილოცავთ, წმინდა მეფის, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს!
„დავითობა“ - საქართველოსთვის ამ ბუმბერაზი მეფის სახელი ყოველთვის საგულისხმო და დიდად მისაბაძი საქმეების მატარებელი იყო.
ამ ძლევამოსილ მეომარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველთა ისტორიოგრაფიაში, თავისი სიბრძნითა და ბრძოლისუნარიანობით. ტყუილად არ არის გამოსახული გელათის ფრესკაზე ბიზანტიურ სამოსელში, სადაც წმინდანს ხელში საკუთარი ანდერძი და ტაძრის მაკეტი უჭირავს.
დავითი ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა, სადაც ძირეული რეფორმები ჩაატარა და ქვეყანა არაბთა 400 წლიანი ბატონობისგან საბოლოოდ გაათავისუფლა. ტყუილად არ ამბობენ მემატიანენი, რომ ქართველთა რენესანსი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპალთა ოქროს წლები.
დავით აღმაშენებლამდე საქართველოს რეგულარული მუდმივი ჯარი არ ჰყავდა, მისი მოსვლის დროს კი შეიქმნა სარაჯისო ნაწილები, სადაც ევალებოდა თითოეულ მათგანს წვრთნა და მუდმივი ვარჯიში, მეფის სახმსახურში დგომა და ერის-სამშობლოს დაცვა!
ამ უკანასკნელს, ახლო და აქტიური შეხება ჰქონდა ბიზანტიელ სწავლულებთან, ეცნობოდა მრავალ სალიტერატურო ნაშრომებს და ცდილობდა ერის მწიგნობრიულ განვითარებაზე.
მისი სიბრძნე და ნაკითხობა იმდენად შორს იყო წასული, რომ მემატიანე მას მეორე ,,პტოლემეოსს“ უწოდებს. ერთ-ერთი სომეხი ისტორიკოსი ,,ვარდან ბარძმერდეცი“ აღნიშნავს, რომ მეფემ 40 ახალგაზრდა გაგზავნა ბიზანტიაში ახალი ლიტერატურის ჩამოსატანად, რაც დასტუდება ლექსითაც:
,,ათენსა სწვრთნიდეს ჭაბუკთა, იყალთოს მონასმენთასა, სწყალობდეს დავით, მოძღვართა, ათინით მონავლენთასა“.
შავთევლი დავითზე წერს, რომ დავითი ანტიკურ და პატრიკულ/ქრისტიანულ მოძღვრებებს საფუძვლიანად და ღრმადაა დაუფლებული, მაგრამ მას სურდა, რომ ეს ცოდნები მრავლად ყოფილიყო სამშობლოშიც გავრცელებული და დააარსა ანტიკური ფილოსოფიის მსგავსი სასწავლებელი, გელათის აკადემიის სახით, სადაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი, კანცლერი - ანტონი გოდობრელი დანიშნა.
დავითის ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მეფე კითხულობდა ნელა და საფუძვლიანად, ხოლო როდესაც დაიღლებოდა, წაკითხულს გულისყურით უსმენდა ხოლმე.
იმ ეპოქაში მოღვაწეობდა იოანე პეტრიწიც, რომლის შესახებაც ვიგებთ, რომ მენტალურმა საკითხებმა მაშინ წინა ხაზზე წამოიწია და სულთან ერთად თანასაზრდოობდა. მისი თქმით გონება - მზეა, ხოლო სული კი მთვარე.
დავითი დიდად სწყალობდა საქართველოში არსებულ მუსულმან მოსახლეობას, თავადაც წარჩინებით ერკვეოდა ყურანში და ერთხელ განჯის ყადთანაც კი ჰქონია კამათი მის წარმოშობა-გავრცელებაზე.
დავითი ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ წყაროებზე, მეტი შეემეცნა და მეტად ემხილა ერესთა კავშირი, რამეთუ მან კარგად იცოდა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მოძღვრების უპირატესობა და უტყუარობა.
წმინდა დავით მეფემ, მთელი მისი სიცოცხლე ბრძოლებსა და ქვეყნის მოწყობა აღმშენებლობაში გალია, ტყუილად არ უწოდა მას ხალხმა დავით IV აღმაშენებელი. სიცოცხლის ბოლო წლებში კი დაწერა ,,გალობანი სინანულისანი“, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურულ-იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწმასის გამოხატულებაა.
მასში მთელი სიცხადითაა დამუშავებული ,,ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიელების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვა“ წმინდანების საგალობლები.
დავითი ამ საგალობლებით თავს იმდაბლებს და საყოველთაოდ ამცნობს ფართო მსოფლიოს საზოგადოებას, რომ მთავარი და უპირატესი სულია, ხოლო სტატუსსა და წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ღმერთია ყველაზე და ყველაფერზე უპირატესი და შემდეგ სხვა დანარჩენი.
დღესაც როგორ ძალიან სჭირდება მისი მკლავი და გონება საქართველოს!
შეეწიოს ყველა ქართველს წმინდა დავით აღმაშენებელი!
ღმერთმა ინებოს ჩვენი გონს მოსვლა და სასიკეთო ფერისცვალება!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის შერიგების, გაერთიანების და საერთო სიხარულის დღე“ - 8 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი