ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„როცა მოპოვებას ცდილობ, არ დაკარგო.
როცა სწავლობ, არ დაივიწყო.
როცა ქმნი, არ გაანადგურო.
როცა ათავისუფლებ, არ შეზღუდო.
როცა შეიყვარებ, არ დაემონო.
როცა ირწმუნებ, სასწაული არ მოითხოვო.
და გახსოვდეს, რომ ყოველ დღეს თავისი ღამე აქვს - სხვისას ვერც მოიპოვებს, ვერც მოიპარავს, ვერც იყიდის და ვერც დაკარგავს.
შენი ღამე რომ იპოვო, შენი დღე უნდა იცხოვრო“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს“ - 17 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით