14 ნოემბრამდე ორ ზოდიაქოს ნიშანს მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი ელოდება - აღნიშნულის შესახებ პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„1. ქალწულებს ამბავი შეიძლება სამსახურს, დოკუმენტებს ან ადამიანს უკავშირდებოდეს, რომლისგანაც სრულიად განსხვავებულ პასუხს ელოდით. უარმა, გაუქმებამ, გადადებამ ან პირობების მოულოდნელმა ცვლილებამ შეიძლება ჩვეული გეგმა აგირიოთ. თუმცა სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება გზა, რომელიც მანამდე მიუწვდომელი იყო.
2. მორიელებს ეს ამბავი უფრო პირად სფეროში შეეხება. სხვისმა გადაწყვეტილებამ, აღიარებამ, მოულოდნელმა სიმართლემ ან საბოლოო წერტილის დასმამ შეიძლება ასეთი განცდა გაგიჩინოთ: „ამას ნამდვილად არ ველოდი“. რამდენიმე დღეში კი დაინახავთ, რომ ამ ინფორმაციამ იმ მდგომარეობიდან გაგათავისუფლათ, რომელიც ძალიან დიდხანს გაურკვევლობაში გაჩერებდათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ იღბლიანი დღეები - 2026 წლის ნოემბერში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს
⭕ სიმპტომები, რომლის დროსაც გულს ყურადღება უნდა მივაქციოთ - „ვეღარ უმკლავდება დატვირთვას...“