
აუცილებლად შეინახეთ ყველა ქვითარი, რადგან შესაძლოა სწორედ მათი წარდგენით მოგიწიოთ გაწეული ხარჯის დამტკიცება.
გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული განმეორდეს ივნისის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები და სწორედ ახლა მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება.
პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა არ ღირს წყენის გახსენება და საქმის გარჩევა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ოჯახური წვეულების მოსაწყობად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ლაშქრობისთვის და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, უცხოელებთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ რძის პროდუქტის, ცხიმიანი ხორცის და თევზის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, იაგუნდი, სარდიონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔘„ეს არის საკუთარ თავში ჩადებული თქვენი პირველი ინვესტიცია“ - ოთო აბესაძის რჩევები სტუდენტებს
⚪„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში სტუმრობის შემდეგ