Digest Logo

„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

1789107048
ქეთი ოდიშელი

„11 სექტემბერი | 07:27 საათი. ქალწულის მე 19 გრადუსი. ახალმთვარეობა ყოველთვის არის ახალი ციკლის დასაწყისი, თუმცა ამჯერად, ამ დღის ენერგია ჩვეულებრივი „სუფთა ფურცელი“ არ არის. ეს არის ილუზიებისგან განწმენდისა და რეალობის სტრატეგიული დალაგების წერტილი“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

ეს პერიოდი განსაკუთრებით აქტუალური და საყურადღებოა:

🎂 9 - 13 სექტემბრის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის 🎯 მათთვის, ვისაც ასცენდენტი ან პირადი პლანეტები ქალწულის 17° - 21° ზონაში აქვს.

🗝️ რა მესიჯი აქვს ამ ახალმთვარეობას? ახალმთვარეობის მმართველი მერკური იმყოფება სასწორის ნიშანში, რაც პარტნიორულ, სასიყვარულო და ბალანსის თემებს წინა პლანზე აყენებს.

⚖️ თუმცა, მერკურის ასპექტაცია გასათვალისწინებელია:

🌊 მერკურის ოპოზიცია ნეპტუნთან: ილუზიების მსხვრევა, იმედგაცრუება და „ვარდისფერი სათვალის“ ჩამოხსნა. გამჟღავნდება დაფარული სიმართლე, ძველი დროში გაწელილი საკითხები და სასიყვარულო სამკუთხედების გამჟღავნება.

⚡ მერკურის ტრინი ურანთან და პლუტონთან: ეს არის დასაყრდენი! ნეპტუნის მიერ შექმნილ ბუნდოვანებას ურანი (მოულოდნელი, არასტანდარტული მიგნებები) და პლუტონი (ღრმა შინაგანი ტრანსფორმაცია და ძალა) საკმაოდ აბალანსებს. გონივრული, სტრატეგიული და დაკვირვებული ქმედებით ნებისმიერი რთული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემობრუნდება.

🔥 ⚠️ უსაფრთხოება და პრაქტიკული გაფრთხილებები ნეპტუნისა და ქალწული-თევზების ღერძის გააქტიურების გამო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

🌊 წყლის სტიქიას: ფრთხილად ზღვასთან, ოკეანესთან, მდინარეებთან.

💊 მედიკამენტებსა და ნივთიერებებს: მოერიდეთ ალკოჰოლს, გადაამოწმეთ წამლების დოზირება (მაღალია ტოქსიკურობისა და ალერგიების რისკი).

🔥 საფრთხეებს: გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან და ცეცხლსასროლ იარაღებთან.

💰 ფინანსებს: ნუ მოტყუვდებით მსუყე და დაპირებებით აღავსე პერსპექტივებით. ახლა არ არის ახალი ინვესტიციების ან კაპიტალდაბანდების დრო!

😴 ჯანმრთელობას: შესაძლოა იჩინოს თავი უძილობამ ან ქრონიკულმა დაავადებებმა.

💡 საუკეთესო გამოყენება: ძირითადი ენერგია მოახმარეთ უკვე არსებული საკითხების დალაგება-გადახალისებას.

მშვენიერი პერიოდია იოგასთვის, მსუბუქი ვარჯიშის, დიეტების, დეტოქსისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

🔮 რას მოიტანს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? (გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ზოგადი ტენდენცია. ინდივიდუალური სურათისთვის საჭიროა პირადი რუკის ანალიზი) 

♈ ვერძი: მეტი დრო დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჯანმრთელობას. ნუ გადაამეტებთ ფიზიკურ დატვირთვას. დაალაგეთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი სივრცე.

♉ კურო: მშვენიერი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გატაცება. აქტუალური გახდება ბავშვებთან დაკავშირებული თემები. 

♊ ტყუპები: მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს. ცვლილებები უძრავი ქონების, სახლის, ოჯახის წევრებისა და მშობლების თემაში.

♋ კირჩხიბი: კომუნიკაციები, ძველი პარტნიორული და საქმიანი კავშირების განახლება. ინფორმაციული ნაკადი დიდია — აუცილებლად გადაამოწმეთ წყაროები! 

♌ ლომი: მატერიალური საკითხები წინა პლანზეა. შემოსავალ-გასავლის გადახედვა. შესაძლოა გაგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის ახალი წყარო. 

♍ ქალწული: პოზიტიური ცვლილებების ტალღა! შეიტანეთ სიახლე იმიჯში. მომგებიანი პერიოდია როგორც პირად-სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში. 

♎ სასწორი: სულ მალე თქვენი დრო დადგება. მანამდე კი დაუთმეთ დრო შინაგან მდგომარეობას. სასარგებლოა ლოცვა, მედიტაცია და ვიზუალიზაცია.

♏ მორიელი: სოციალური აქტივობა და სურვილების რეალიზაცია. ნებისმიერ რთულ სიტუციაში შეგიძლიათ მეგობრებისა და თანამოაზრეების იმედი გქონდეთ. 

♐ მშვილდოსანი: კარიერული ტრანსფორმაცია, ცვლილებები სამსახურსა და სოციალურ სტატუსში (მათ შორის ქორწინება/განქორწინება).

♑ თხის რქა: კანონთან, დროში გაწელილ იურიდიულ პროცესებთან, უცხოეთთან ან განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება.

♒ მერწყული: ტრანსფორმაციული ციკლი. მემკვიდრეობასთან, დავებთან, საბანკო და საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებული თემების განახლება. 

♓ თევზები: ცვლილებები პარტნიორულ და სამსახურებრივ ურთიერთობებში. მომგები იქნება ძველი კავშირების გადახედვა. მეტად დაეყრდენით ცივ გონებას“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით