როგორი იქნება 12-18 იანვარი, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ხდება ცის კაბადონზე? - ამ საკითხებზე ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„კვირა არის კარგი, ერთ-ერთი დღევანდელი დღე, ორშაბათი არის საყურადღებო. დღეს გამოცდა ელის ჭეშმარიტ სიყვარულს. სხვა მხრივ, კვირა კარგია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ვინც გაციებული იყო და თავს ცუდად გრძნობდა, ამ კვირაში ადვილად გადაიტანს მდგომარეობას და გამოჯანმრთელდება.
მიმდინარე კვირაში ოთხი გეომაგნიტური დღე გვაქვს - ორშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა.
შაბათს ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, 11 თებერვლამდე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. აქ სიყვარული იღებს უფრო თავისუფალ ელფერს, ნაკლები შეზღუდვები იქნება და მეტი დემოკრატიულობა ურთიერთობებში, მოდის სიახლეები და მეტი რეფორმები.
კვირას ახალი მთვარე იქნება - მზისა და მთვარის ენერგიების შეერთება ხდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.
მოიმატებს სიჯიუტე, სიხისტე და ზედმეტი პირდაპირობა. ასევე მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ეცადეთ ეს დღე გაიაროთ მშვიდად და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ახალი მთვარე არის კოსმიური გამოცდის პერიოდი - 18 იანვარი ცოტა „სატანური“ დღე, რომელიც ადამიანში აღვივებს უარყოფით თვისებებს და ხელს უწყობს დეპრესიულ და აგრესიულ გამოვლინებებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
რაც შეეხება ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს მიმდინარე კვირაში, ასე გამოიყურება:
ვერძი - ხელს გიშლით დღეს სიჯიუტე და მოუთმენლობა, ხვალიდან კი მეტი წარმატების შანსი გაქვთ. ეს კვირა ხელს უწყობს თქვენს წინსვლას კარიერული კუთხით. არ იჩქაროთ და იყავით მომთმენები.
კურო - დღეს ზედმეტად ჯიუტები ხართ, არავის მოსმენა არ გინდათ. ეცადეთ, თავი დაანებოთ სიჯიუტეს და გაითვალისწინოთ სხვების რჩევები. ხვალიდან პერიოდი გაცილებით უკეთესი ხდება, მატულობს ოპტიმიზმი.
ტყუპები - მთავარი პრობლემა დღეს არის მოუთმენლობა და იმ დიდი სურვილების გათქმა, რომლებიც გაქვთ — დღეს გაჩუმდით. ცდუნებები მაღალია, ამიტომ ეცადეთ ფინანსური ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. ხვალიდან თქვენი შესაძლებლობები ორმაგდება.
კირჩხიბი - თქვენთვის კარგი პერიოდია, ჯანზე ხართ. მთავარია, დღეს არ გასცეთ დაპირებები. კვირა ხელსაყრელია როგორც ქორწინებისთვის, ასევე პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
ლომი - დღეს შეიძლება, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ეცდება თქვენი ფინანსური მდგომარეობისა და ნაცნობების გამოყენებას თქვენს საწინააღმდეგოდ, ამიტომ იყავით ფრთხილად. ხვალიდან პერიოდი გაცილებით უკეთესი იქნება.
ქალწული - დღევანდელი დღე ფრთხილად გაიარეთ: არ ჩაეძიოთ წვრილმანებს და არ იკამათოთ. ხვალიდან პერიოდი უმჯობესდება, მატულობს შეუპოვრობა და მოთმინება. ურთიერთგაგება უმჯობესდება შვილებთან და პარტნიორებთან.
სასწორი - დღეს იყავით ყურადღებით: შესაძლებელია გაუმართლებელი ფინანსური ხარჯები. იქნებიან ადამიანები, ვინც შეიძლება შეგაცდინონ ზედმეტ ხარჯებში, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ხვალიდან მატულობს წარმატების შანსი, იღბალი და თქვენი პოპულარობა.
მორიელი - დღეს მთავარი პრობლემა არასწორი ინფორმაციის მიღებაა. ყველაფერი, რასაც მიიღებთ, გადაამოწმეთ. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისა და მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის.
მშვილდოსანი - დღეს არ იჩქაროთ, მიუხედავად იმისა, რომ გეჩქარებათ. მოდის ახალი საინტერესო წინადადებები და შანსები, ხვალიდან კი სჯობს ჩაერთოთ მსგავს საქმეებში. ადრეული საქმეებიდან შესაძლებელია მატერიალური შემოსავლის მიღება.
თხის რქა - კვირის მთავარი ფავორიტია. ახლა თქვენი დროა: იაქტიურეთ, იმოძრავეთ და ინიციატივა გამოიჩინეთ — ეს თქვენი დროა.
მერწყული - წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადიხართ, თუმცა დედამიწის დადებითი ენერგოველი გეხმარებათ, რომ კვირა შედარებით უკეთ გაიაროთ. აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან.
თევზები - კარგი პერიოდია: ხართ აქტიურები და ენერგიულები. წარმატებისა და რეფორმების შანსები მაღალია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნიცა თავაძე იუბილარია - როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს დაბადების დღე