Digest Logo

ნიცა თავაძე იუბილარია - როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს დაბადების დღე

1768199560
ნიცა და ხვიჩა

12 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ნახევარი, ნიცა თავაძე იუბილარია.

ცნობილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა, იგი ნიცა და მათი შვილის დამიანეს უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს.

„ბედნიერი დაბადების დღე, ჩემი ცხოვრების სიყვარული“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა.

ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  

წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღე დაიწყება ღრმა ფიქრებითა და შესაძლოა მცირე ემოციური დაძაბულობით, თუმცა შუადღიდან იგრძნობთ „მხრების გაშლას“ - 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵„ვკითხოთ ახლობლებს, ასეთი შეკითხვები: რატომ მეგობრობ ჩემთან? რატომ გიყვარვარ?“ - რას წერს ლევან შელეგია

🔵„12 იანვარს უნდა აანთოთ სანთელი თქვენი ბინის ან ოფისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში“ – მინეროლოგი რიტუალს გვიზიარებს