Digest Logo

„გამოუშვით ის ბრაზი, ტკივილი, სევდა, რომელიც თქვენში მძვინვარებს...“ - როგორ აისახება ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქეთი ოდიშელის პროგნოზი

1763563299
ქეთი ოდიშელი

20 ნოემბერს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, 28-ე გრადუსზე თბილისის დროით 10:47 საათზე გველოდება. 

4 პლანეტა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ახალმთვარეობა 2025 წლის ბოლოსთვის. ეს ინარჩუნებს მორიელის ექსტრემალურ ენერგეტიკას და მოაქვს მოულოდნელობებით სავსე პერიოდი.

ეს პერიოდი დატვირთულია ღრმა ტრანსფორმაციებით, გარდაქმნით, მოულოდნელობით და ასევე დატვირთულია კარმული თემებით, რომელიც მოქმედებს როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„20 ნოემბერს ახალმთვარეობაა (ჩვენი დროით პიკი 10:47 სთ-ზე) მორიელის 29 -ე გრადუსზე, შესაბამისად განსაკუთრებით ექნება ამ ახალმთვარეობას გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც მორიელის ნიშნის ბოლო პერიოდში და ასევე მშვილდოსნის ნიშნის დასაწყისში დაბადებულები არიან (მერე უკვე კუროს, ლომისა და მერწყულის ნიშნებზე ექნება გავლენა).

ახალმთვარეობა ეს არის დრო, როდესაც ორი მნათობი ერთმანეთს ხვდება და ხდება ახალი პროგრამების, ახალი ენერგიის ფორმირება.

მორიელის ნიშანი უკავშირდება ტრანსფორმაციას. მთვარე მორიელის ნიშანში დაცემულია.

მმართველი - მარსი (პლუტონი).

ფიქსირებული ჯვრის ნიშანი.

სტიქია - წყალი (მთავარი არსი - წყალი იღებს იმ ჭურჭლის ფორმას სადაც იმყოფება).

გამოხატულია ბრძოლა, ტრანსფორმაცია, ფსიქიკური ძალა (რომელიც სირთულეებსა და სიმძიმეს უკავშირდება).
მორიელის სიმბოლო ფენიქსია, რომლის სიცოცხლის ციკლიც მშვენივრად ასახავს ამ პერიოდის არსს.

ამ ახალმთვარეობის პროცესში ერთის მხრივ ჩართულია მერკური (გონების მმართველი პლანეტა) და ლილიტი (მაცდუნებელი ელემენტი), ხოლო, მეორეს მხრივ ურანი, რომელიც უპირისპირდება ამ “ღონისძიების” ორგანიზატორებს, სწორედ ამიტომ, ეცადეთ მეტად მოაგვაროთ ძველი საქმეები, ნუ იჩქარებთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. არ არის სასურველი იმროპოვიზაცია და ცხელ გულზე ნუ იმოქმედებთ. არის პროვოკაციების ალბათობა, ფრთხილად სიტყვებთან!

ცვლილებები დაიწყეთ არა ფიზიკურ დონეზე, არამედ შინაგანი გარდაქმნით, ეს არის თვითჩაღრმავების, თვითანალიზის, ძიებისა და კვლევის პროცესი, რომლის საშუალებითაც თითოეულმა უნდა შეიმეცნოს რაღაც ახალი, გაიცნოს საკუთარი თავი და რესურსები.

ახლა არ არის სიმშვიდისა და მიტევების „პრაქტიკების” ჩატარებით თავის მოტყუების დრო, გამოუშვით ის ბრაზი, ტკივილი, სევდა, რომელიც თქვენში მძვინვარებს, მიეცით თქვენს თავს განახლების საშუალება, გაიარეთ, განიცადეთ, გაიაზრეთ ყველაფერი ისე, როგორც ფენიქსებმა… მხოლოდ ამგვარად მოდის გათავისუფლება, მხოლოდ ამგვარად იბადებით თქვენივე თავიდან…

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებთან და ფობიებთან გამოსამშვიდობებლად, ამიტომ მიმართეთ კომპეტენტურ ადამიანებს.

ვნახოთ როგორ აისახება ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

გათავისუფლება, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით გქონდეთ გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის იმედი.

კურო

ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, პირად-სასიყვარულო კუთხითაც მნიშვნელოვანი პერიოდია. გაითვალისწინეთ კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მოგებიანია.

ტყუპები

მოუფრთილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგოტონუსი. მიმართეთ დახმარებისთვის ბუნებას. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა.

კირჩხიბი

შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. ახლა ფორტუნაც თქვენს მხარესაა. დაისვენეთ, განიტვირთეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, თქვენ ეს დაიმსახურეთ.

ლომი

არაპროგნოზირებადი მოვლენები, ცხოვრების რელსებს ცვლის, ეს არც თუ ისე სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, წარსულის გამოძახილებმა შესაძლოა თავი შეგახსენონ. ყურადღება დაუთმეთ სახლის, უძრავი ქონებასთან, ოჯახთან დაკავშირებულ თემებს.

ქალწული

სიახლეები ურთიერთობებში, ძველი ცოდნის გაღრმავებისა და კომუნიკაციების აღსადგენად ერთ-ერთი სასიკეთო პერიოდია. ჯერ კიდევ აქტუალურია საბუთებთან, მგზავრობებთან დაკავშირებული საკითხები. ნათესავებთან, და-ძმებთან სიტუაციების დალაგება.

სასწორი

ახალი ფინანსური წყარო, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური. ახალი პროექტების სამზეოზე გამოტანა დეკემბრიდან სჯობს.

მორიელი

ცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირადი/სასიყვარულო საკითხებით. არ არის გამორიცხული, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მივიწყებული გყავდათ. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა.

მშვილდოსანი

იზოლაცია, განმარტოება, ნაჭუჭში ჩაკეტვა, მედიტაციური მდგომარეობა. გაერთიანდით, გამთლიანდით, გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. შეიძლება დაფიქრდეთ ემიგრაციის თემაზე, ასევე შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციიდან დაბრუნება.

თხის რქა

წარმატებული პერიოდია, სოციალურ აქტივობებში ჩართულობისთვის. მოგებიანია ინტერნეტსაქმიანობა. მოგების შანსები მატულობს. თუმცა ახლა სჯობს კარგა ხნის წინ დაგეგმილი, განუხორციელებელი საქმეების აღდგენაზე იფიქროთ.

მერწყული

კარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ ცვლილებები, სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი გაუთვლელი მოვლენების განვითარების გამო. თუ სამსახური არ გაქვთ ახლა, შესაფერისი დროა გადახედოთ ვაკანსიებს და სცადოთ ის საქმიანობა, რომელიც ადრე არ გამოგივიდათ.

თევზები

განათლების თემები, სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანი მიღწევები, საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორად ახლა შეიძლება გადაწყდეს. როგორ? ეს უკვე თქვენს განვლილ გზაზეა დამოკიდებული“, - წერს ქეთი ოდიშელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„სისტემამ მოახერხა, თანადამოკიდებულება და სხვისი განვითარების შეფერხება შეეფუთა „ერთგულებისა“ და „გმირობის“ ლამაზ ქაღალდში“ - რას წერს ვატო მსხილაძე

🎥 „დადებთ თეფშზე და ბოლომდე დაფარავთ მარილით, გააჩერებთ 5 საათი...“ - თუ გინდა გათავისუფლდე ჯანმრთელობის პრობლემებისგან, მაშინ ჩაატარე ეს რიტუალი 20 ნოემბერს