Digest Logo

„გამოვიყენოთ დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად“ - რა ასტროლოგიური მოვლენა ხდება 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის პერიოდში

1795721824
თამარ ხოსროშვილი

29 ნოემბერი - 1 დეკემბერი: მზისა და სატურნის ტრინი.

♐️♈️ ნოემბრის ბოლო დღეებში მზისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი - ტრინი იკვრება.

სატურნი ვერძის ნიშანში ჯერ კიდევ რეტროგრადულია, თუმცა მისი მოძრაობის სიჩქარე თანდათან მცირდება, რადგან რეტროგრადული ფაზა დასასრულს უახლოვდება.

🔥ცეცხლის სტიქიაში შეკრული ეს ტრინი საშუალებას გვაძლევს, ენთუზიაზმი და ინიციატივა მიზანმიმართულ ქმედებად ვაქციოთ. სატურნი ამ შემთხვევაში კი არ ზღუდავს ჩვენს ინიციატივას, არამედ მას სწორ მიმართულებას აძლევს.

მზე სატურნის ტრინი ხელს უწყობს დაბრკოლებების გადალახვას და საქმის ზედმეტი წინააღმდეგობების გარეშე შესრულებას. დისციპლინა, პასუხისმგებლობა და წესების დაცვა შემზღუდველ ფაქტორებად აღარ აღიქმება, პირიქით — მიზნის მიღწევაში გვეხმარება.

ეს კარგი პერიოდია იმ საკითხების მოსაგვარებლადაც, რომლებიც აქამდე მეტ ძალისხმევას მოითხოვდა ან გარკვეული დაბრკოლებების გამო შეფერხებული იყო.

გამოვიყენოთ ეს რამდენიმე დღე დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად და გრძელვადიანი მიზნებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

11 დეკემბერს სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და დირექტიულ სვლაზე გადადის. ეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ტრადიციულად ამ რიცხვში საინტერესო და ეფექტური ტექნიკები კეთდება...“ - რა უნდა გააკეთოთ 27 ნოემბერს?

⭕როგორ გახდეთ უფრო ქალური? 7 მარტივი რჩევა ჩაცმის, მაკიაჟისა და ქცევის შესაცვლელად

⭕თუ პირად ცხოვრებასა და კარიერაში პრობლემები გაქვთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ!

✕