Digest Logo

თუ პირად ცხოვრებასა და კარიერაში პრობლემები გაქვთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ!

1795712635
პრობლემები და ზოდიაქო

თუ პირად ცხოვრებასა და კარიერაში პრობლემები გაქვთ, დროა, ასტროლოგიური რჩევები გაითვალისწინოთ, რომლებიც წარმატებების მოპოვებაში დაგეხმარებათ როგორც ოჯახური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. 

ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენზე ყოველთვის ზემოქმედებს ის გაუცნობიერებელი და უხილავი ძალა, ის ენერგია, რაც აქვს გარშემო არსებულ ბუნებასა და ნივთს, იმისდა მიუხედავად, გვჯერა თუ არა ჩვენ ამის. სინამდვილეში კი, ჩვენ თავად შეგვიძლია, ვიმოქმედოთ მათზე, უფრო სწორად, ვამოქმედოთ ისინი ჩვენთვის სასარგებლოდ. იმისთვის, რომ დადებითმა ენერგიამ თქვენს ბინაში დაისადგუროს, მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯის მდებარეობას, ფერს, სხვადასხვა თილისმას.

სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი საძინებელია, რადგან იქ ადამიანი ისვენებს, ეთიშება გარე სამყაროს, სრულფასოვანი ძილის ხარჯზე იკრებს ძალებს ახალი დღისთვის. საწოლი ისე დადგით, დაწოლილი ფანჯარას უყურებდეთ. ფანჯარა კი, რომლიდანაც სინათლე შემოდის ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. ძილის დროს თავი დასავლეთით გქონდეთ, რადგან ეს მხარე დიდებასა და წარმატებასთანაა კავშირში.

საძინებელ ოთახში კედლები გადატვირთული არ უნდა იყოს სურათებით. ჭაღი უნდა იყოს სუფთა და ყველა ნათურა ინთებოდეს. ოთახში მაქსიმალურად უნდა იყოს სივრცე, რომ დადებითმა ენერგიებმა იმოძრაოს. ამიტომ, საძინებელში ზედმეტ ავეჯს ნუ დადგამთ. საწოლი კედელთან თავით უნდა იდგეს, რომ ორივე მხრიდან საკმარისი სამოძრაო ადგილი გქონდეთ. ფანჯრის რაფაზე დადგით ცოცხალი, თქვენი და იმ ადამიანის ზოდიაქოს შესაბამისი მცენარე, რომელთან ერთადაც გიწევთ საძინებელში ყოფნა და ძილი.

ცხოვრება რომ უკეთ მოიწყოთ, ოჯახშიც გაგიმართლოთ და კარიერაშიც, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. ასეთი ნივთები უარყოფითი ენერგიის მოდინებისა და წარუმატებლობის წყაროა. ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ, მაგრამ მუდმივად თვალში გხვდებათ, შეიძლება, მრავალი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ამიტომ, არ დაგენანოთ ის ტანსაცმელი, ნივთი, სამკაული თუ აქსესუარი, რომლებსაც აღარ იყენებთ და გააჩუქეთ ან უბრალოდ, გარეთ გაიტანეთ და დადეთ.

წარმატებული ცხოვრებისთვის, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის განათებას. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული კარგად უნდა ნათდებოდეს.

სახლში დადებითი, კარგი ენერგიის საწინდარი ლამაზი მცენარეებია. უპირატესობა მრგვალფოთლებიანებს მიანიჭეთ. სახლის დასავლეთ კუთხეში პატარა ქოთანი იქონიეთ, რომელშიც ხურდა ფულს ჩაყრით. რომანტიკულობის გასაძლიერებლად ოთახში ლამაზი ლარნაკი დადგით წითელი ან ყვითელი ყვავილებით.

ფინანსების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია წყალი. დადგით მაგიდის ცენტრში ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე პატარა, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი, ჩაასხით შიგ წყალი და ყოველდღიურად ცვალეთ. მისი ყურება მოგიხსნით სტრესს და ახალი ბიზნესიდეებისკენ გიბიძგებთ.

ზოგადად, სახლში ფულზე პასუხისმგებელი ზონა მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია. ფულს ყვითელი, ოქროსფერი, მწვანე, მუქი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ფერები უყვარს. საკმარისია, ფულის ზონაში განათავსოთ ასეთი ფერის ნივთები, რომ ამით ფულის სექტორის გააქტიურებას შეუწყობთ ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ელოდებათ თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕9 რამ, რასაც მშიერ კუჭზე უნდა მოერიდოთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

⭕როდის არ ღირს ფსიქოლოგთან მისვლა? - „თუ ჯადოსნურ აბს ელოდები, თუ გინდა, სხვა შეცვალო...“

წყარო: tbiliselebi.ge

✕