
„ცვლილებების დროა, ამიტომ უნდა შეძლოთ დილიდან ამ განწყობით სვლა,“ - 13 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ცეცხლის ნიშნები
ვერძი
პარტნიორული და სასიყვარულო კუთხით მნიშვნელოვანი დღეა, გელოდებათ გამოწვევები. ეცადეთ არ გაანაწყენოთ თქვენი პარტნიორი, დღეს სიყვარულს უნდა გაუფრთიხლდეთ.
ლომი
დღეს გაქვთ საშუალება გადააფასოთ საკუთარი თავი, ოცნებები და მიზნები. დღეს სიზმრების სახით გექნებათ მინიშნებები სამაყაროდან.
მშვილდოსანი
განსაკუთრებით გიმართლებთ, ქარი თქვენი მიმართულებით ქრის, რაც გაძლევთ ძალას და მხარდაჭერს. შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ სურვილები.
ჰაერის ნიშნები
ტყუპები
მნიშვნელოვანი დღეა, შინაგანი ბრძოლა და დაპირისპირება ხდება, თუმცა მალე თქვენი პერიოდი დაიწყება. ეცადეთ განთავისუფლდეთ ყველანაირი ნეგატივისგან.
სასწორი
თქვენს ირგვლი არის შეკრული წრე, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს. გადაამოწმეთ ინფორმაციები, არ აჰყვეთ ჭორებს.
მერწყული
განსაკუთრებული ძალის მოზღავევბის დღეა, ამიტომაც ამ ენერგიას სჭირდება მიმართულება, დაკავდით სპორტით და შემოქმედებით.
მიწის ნიშნები
კურო
მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ყურადღებით იყოთ ფინანსებთან, არ დაკარგოთ ნივთები და გაუფრთხილდით ღირებულ ნივთებს. არ შეხვიდეთ ისეთ ადამიანთან კავშირში, ვინც ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენზე.
ქალწული
კარგია კარიერაზე ზრუნვა, შემოთავაზებების მიღება. სიმშვიდე, ჰარმონია და დიპლომატია თქვენი მთავარი იარაღია.
თხის რქა
კარგი დღეა, გაქვთ საშუალება საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და განაახლოთ თქვენი მომავალი.
წყლის ნიშნები
კირჩხიბი
ეცადეთ თქვენი შინაგანი ემოციები გაფილტროთ და დაცალოთ. თქვენი ემოციები გადაღლილია, ამიტომ გადაჭერით პრობლემა დღეს, რათა ხვალ უკეთესი დღე იყოს.
მორიელი
თქვენთვის არის განცდა, რომელიც საფრთხის შეგრძნებას გიტოვებთ, თითქოს თქვენ ირგვლივ არის წრედი რომელიც გებრძვით. ცრუ მოლოდინები თქვენთვის შეიძლება აღმოჩნდეს უბრალოდ ენერგიის ხარჯვა. არასწორმა მომქედებებმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კარიერული წარმატება.
თევზები
კარგი პერიოდია, შეგიძლიათ აითვისოთ ნებისმიერი შეთავაზება. თუ იყო ისეთი რამ რაც ადრე არ გააკეთეთ, სწორედ ახლა გაქვთ საშუალება მიუბრუნდეთ და მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება