Digest Logo

„განსაკუთრებით კაცებს ეხებათ, რადგან მათ უფრო უჭირთ გადატანა, ვიდრე ქალებს...“ - ხათუნა ნოელი 9 ნოემბრის ახალმთვარეობაზე

1794147483
ხათუნა ნოელი

ყოველი ახალი მთვარე ახალი მთვარის ციკლის დასაწყისს აღნიშნავს. მზე და მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს, რაც ქმნის მომენტს, როდესაც შეგვიძლია შევჩერდეთ, შინაგანად მოვუსმინოთ და დავფიქრდეთ, რის დასაწყებად ვართ მზად.

ახალმთვარეობა სუფთა ფურცელია ყოველთვის, მაგრამ როდესაც მორიელის ნიშანში ხდება, ეს ფურცელი ზედაპირული სურვილებისთვის აღარ არის ხოლმე განკუთვნილი.

აქ დგას არჩევანი - წარსულის სიმძიმე , ტოქსიკური მიჯაჭვულობები, შიშები, ძველი წყენები, თუ მომავალი თავისუფლებისათვის ცვლილებები - შინაგანი ძალაუფლება და ხელახალი დაბადება.

თბილისის დროით, 11:02 საათი იქნება სწორედ ის კოსმოსური წამი, როდესაც მზე და მთვარე გაერთიანდებიან, რათა მოგვცენ ძალა, გავბედოთ საკუთარ ჩრდილებში ჩახედვა.

ეს პროცესი ხვალინდელ დღეს აქცევს არა უბრალოდ კალენდარულ მოვლენად, არამედ ნამდვილ სულიერ კარიბჭედ.

ახალმთვარეობის დროს ადამიანის ორგანიზმის რესურსები მინიმუმზეა დასული.

ენერგეტიკა თანდათან იწყებს დაგროვებას და სავსემთვარეობისას თავის პიკს მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არასასურველია ზედმეტი გადატვირთვა, კლებულობს როგორც შრომისუნარიანობა, ისე რაიმე ინფორმაციის ათვისების უნარი. ადამიანები ხდებიან გაღიზიანებულები, ინდეფერენტულები, ზოგ შემთხვევებში აგრესიულები. განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ, მათ უფრო უჭირთ ხოლმე ახალი მთვარის ენერგეტიკის გადატანა ვიდრე ქალებს. ახალმთვარეობის გადატანა ასევე უჭირთ მათ, ვისაც გული აწუხებს.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების წამოწყება, მით უმეტეს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პროექტებისა. ნუ მოაწერთ ამ დღეს ხელს კონტრაქტებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, არასასურველია მოგზაურობის წამოწყება, უმჯობესია აკეთოთ ყოველდღიური, ჩვეული საქმეები, ან საერთოდაც დაისვენოთ.
ახალმთვარეობა ხელს უწყობს მავნე ჩვევების მოცილებას. მაგალითად ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურს, სწორედ შესაფერისი პერიოდი იქნება საამისოდ.

ახალმთვარეობის ენერგეტიკა არამხოლოდ უსარგებლო ურთიერთობებისგან გათავისუფლებაში შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ორგანიზმში დაგროვილი ნეგატივისგან გასაწმენდად. ვინაიდან ეს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში ხდება, ეს შეიძლება გაკეთდეს სულიერი პრაქტიკებით, კერძოდ-მედიტაციით, ლოცვით, ასევე წყლის პროცედურებითაც.

მით უმეტეს, რომ ეს ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში ხდება. ხოლო როდესაც მთვარე ამ ზოდიაქოს გადის, ჩვენ ყველანი რაღაცით ფენიქსებს ვემსგავსებით, ვიფერფლებით ბოლომდე და განახლებულები ვიბადებით. ამიტომ ეს ახალმთვარეობა მოგვცემს იმის ძალას, განვთავისუფლდეთ ყველაფერი იმისაგან, რაც უკან გვხევს და არ გვაძლევს საშუალებას განვვითარდეთ.

ყოველი ახალმთვარეობა ახალი ენერგიების შემოსვლისა და ცვლილებების დატვირთვის მატარებელია, ეს ახალმთვარეობა ბიძგს მისცემს ახალ პროექტებს, განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო დგება იმ წამოწყებებისთვის, რომლებიც ეხება ფინანსურ სფეროს და ჩვენი ცხოვრების სექსუალურ მხარეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიანიშნებს ფარულ სამხედრო მანევრებზე, სპეცსამსახურების ოპერაციებზე ან მსხვილ ფინანსურ-ეკონომიკურ გარიგებებზე“ - რამაზ გიგაური 9 ნოემბრის ახალმთვარეობაზე

🎥 ვინ მოკლა ილია? ვერსიები, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას უკავშირდება

⭕სად და როგორ ვითარდება კანის სოკოვანი დაავადება და როგორია მისი კლინიკური ნიშნები

✕