Digest Logo

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიყვარული, სითბო და სინაზე“ - დღის ენერგიები

1779946809
დღის ენერგიები

28 მაისი. დღის ენერგიები: 1 • 7 • 8

ეს ნამდვილად ძლიერი დღის კოდია. გუშინდელი დღე ენერგიული იყო, მაგრამ დღეს შესაძლებლობებისა და წარმატების ენერგია კიდევ უფრო ძლიერად მუშაობს.

დღეს ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.

1-ისა და 7-ის ენერგია მოძრაობას, აქტიურობას და სხეულის ჩართვას მოითხოვს.

ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, იცეკვეთ, გაისეირნეთ, ივარჯიშეთ ნებისმიერი მოძრაობა სასარგებლოა.

თუ დღეს უმოძრაოდ დარჩებით, განწყობა შეიძლება ადვილად შეგეცვალოთ:

კარგ განწყობაზე მთების გადადგმას შეძლებთ, ცუდ განწყობაზე ყველაფერმა შეიძლება გაგაღიზიანოთ.

  • დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიყვარული, სითბო და სინაზე.
  • მოეხვიეთ საყვარელ ადამიანებს.
  • გამოხატეთ ზრუნვა.
  • უთხარით კარგი სიტყვები.
  • მოერიდეთ კამათს, ნეგატივს და მძიმე ფიქრებს.

გახსოვდეთ:

რასაც ასხივებთ, იმას იზიდავთ. 8-ის ენერგია დაკავშირებულია ფინანსურ სიუხვესთან და შედეგებთან.

დღეს ბევრი რამ შეიძლება იმაზე მარტივად გამოვიდეს, ვიდრე ახლა გგონიათ.

დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

  • რატომ ვარ ღირსი საუკეთესო მივიღო?
  • რატომ ვარ ბედნიერი?
  • რატომ ვარ წარმატებული?
  • რატომ იზრდება ჩემი კეთილდღეობა?
  • რატომ მხვდება ცხოვრებაში საუკეთესო შესაძლებლობები?

იყავით აქტიურები, იფიქრეთ პოზიტიურად, გააზიარეთ სიყვარული და მიეცით საკუთარ თავს წარმატების უფლება. ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს

⭕ Opta Analyst: ხვიჩა კვარაცხელიას მაგია - როგორ შეუძლია კვარაცხელიას ფინალის ბედის გადაწყვეტა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში