Digest Logo

„განსაკუთრებულად „რბილი“, სიყვარულით სავსე და ესთეტიკური იქნება...“ - ასტროლოგიური რჩევები ბედობისთვის

1767354593
ასტროლოგიური რჩევები

რა კოსმოსური მოვლენები ხდება 2 იანვარს, ბედობას ცის კაბადონზე და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს Astrologia.ge სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„2 იანვარი: „სიყვარულისა ბედობა“.

დღეს მთვარე კვლავ ტყუპების ნიშანშია, რაც ხელს უწყობს მხიარულ კომუნიკაციას, სტუმრიანობას და პოზიტიურ ინფორმაციას. მზე თხის რქაშია რაც ჩვენს დღევანდელ განწყობას სიმყარესა და ხანგრძლივ ეფექტს სძენს.
წელს ბედობა პარასკევს, სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერას დღეს დაემთხვა. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელი ბედობა განსაკუთრებულად „რბილი", სიყვარულით სავსე და ესთეტიკური იქნება.

ბედობის დღის ასტრალური გზამკვლევი ნიშნებისთვის:

• ვერძი: ბედობა გაატარე მოძრაობაში. შენი წელი იქნება დინამიკური და სავსე ახალი ამბებით.
• კურო : შენი მმართველი ვენერას დღეა! გარშემო შეიქმენი ფუფუნება და კომფორტი – ასეთივე იქნება მთელი შენი წელი.
• ტყუპები: მთვარე შენთანაა. იყავი ყურადღების ცენტრში, ბევრი იცინე და იხუმრე – მხიარული წელი გელის.
• კირჩხიბი: ბედობა სიმშვიდეში გაატარე. შენი წელი იქნება სულიერი ზრდისა და შინაგანი ჰარმონიის პერიოდი.
• ლომი: გარშემო შემოიკრიბე მეგობრები. შენი წელი იქნება სოციალურად აქტიური და აღიარებით სავსე.
• ქალწული: იფიქრე დიდ მიზნებზე. ბედობა გიკარნახებს, რომ წელს კარიერულ მწვერვალებს დაიპყრობ.
• სასწორი: ვენერა გმფარველობს. გაატარე დღე ლამაზ გარემოში. წელი იქნება ჰარმონიული და ესთეტიკური.
• მორიელი: ბედობა გაატარე საიდუმლოებით მოცულ და ღრმა გარემოში. წელი გპირდება დიდ ტრანსფორმაციებს.
• მშვილდოსანი: იოცნებე მოგზაურობაზე. შენი წელი იქნება ჰორიზონტების გაფართოების დრო.
• თხის რქა: მზე შენთანაა. ბედობას იგრძენი შენი ძალა. წელი იქნება შენი პიროვნული ტრიუმფის პერიოდი.
• მერწყული: გაატარე დღე არაორდინარულად. შენი წელი იქნება ინოვაციების და მოულოდნელი იღბლის დრო.
• თევზები: ბედობა გაატარე ოჯახურ სითბოში. წელი გპირდება სიმყუდროვეს და ემოციურ სისავსეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვების განსაკუთრებული მისია

⭕„ბევრი ტკივილი და სიხარულიც გამოვიარე...“ - რას წერს გიორგი გოჩოლეიშვილი 2025 წელზე

⭕„ზღაპრის ასულო“ - შორენა ბეგაშვილის ახალი წელი დუბაიდან