Digest Logo

„აიღე ორი თასი: ერთში ჩაყარე შაქარი, მეორეში ჩაასხი წყალი...“ - 3 იანვარს მგლის მთვარე და 2026 წლის პირველი სუპერმთვარეა

1767259991
თამუნა იოსელიანი

მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში 3 იანვრის სუპერმთვარესა და ამ დღეს ჩასატარებელ რიტუალზე წერს. 

მისი თქმით, რამდენიმე დღეში მთვარე დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იქნება, რაც აძლიერებს მიზიდვის, ძალის და ფინანსური გაფართოების ენერგიას:

„რატომ არის 3 იანვარი ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ლაპარაკობს მასზე ყველა?

ეს არ არის უბრალოდ სავსე მთვარე. ეს არის მგლის მთვარე და 2026 წლის პირველი სუპერმთვარე.

ამ დღეს მთვარე დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იქნება, რაც აძლიერებს მიზიდვის, ძალის და ფინანსური გაფართოების ენერგიას.

ასტროლოგიურ წრეებში ამ მომენტს უწოდებენ -  „წლის ოქროს კარიბჭეს“. ეს არის წერტილი, სადაც შესაძლებელია მთელი წლისთვის ძლიერი ფინანსური საფუძვლის ჩადება.

ეს დღე არის - გამძლეობის, დამოუკიდებლობისა და წინსვლის სიმბოლო.

3 იანვარი გიბიძგებს ახალ დონეზე გადასასვლეკად თუ უგულებელყოფ, შეიძლება მთელი წელი იგრძნო: როგორ
მიდის ფული, ძალისხმევა კი შედეგს არ იძლევა.

ეს დღე ითხოვს ჩართულობას.

როგორ მოიქცე 3 იანვარს?

ეს არის ფინანსურ ნაკადთან გადართვის დღე.

დილით - გაისეირნე, იყავი ბუნებაში.

დღის განმავლობაში - მოერიდე კონფლიქტებს, გაანულე ნეგატიური ფიქრები და სიტყვები.

საღამოს - შეასრულე რიტუალი, რომელიც აძლიერებს განზრახვას და ხსნის სიუხვის გზებს.

რიტუალი „ტკბილი გზა“:

აიღე ორი თასი: ერთში ჩაყარე შაქარი, მეორეში ჩაასხი წყალი.

მარჯვენა ხელი ჩაუშვი წყალში, შემდეგ კი შაქარში.  ხმამაღლა თქვი: „ტკბილი წილი გზის ჩემი ხდება, ასე მსურს და ასე იყოს“.

შემდეგ შაქარი ჩამოიფერთხე იმავე წყლიან თასში და დატოვე ფანჯრის რაფაზე მთელი ღამე - მთვარის შუქზე.

დილით წყალი გადაასხი მიწაზე. 

რატომ მუშაობს ეს?

ეს რიტუალი არ არის ცრურწმენა. ეს არის ფოკუსის, ნების და პირადი ენერგიის გადაწყობა 2026 წლის ფინანსურ სცენარზე.

არ გამოტოვო 3 იანვარი.  ზოგი დღე უბრალოდ დღეა, ზოგი კი მიმართულება მთელი წლისთვის“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბედნიერები იყავით ჩემო ძვირფასო, ძალიან ნიჭიერო ქართველებო“ - ნუცა შანშიაშვილმა ახალი ალბომი გამოუშვა

🎥 შორენა ბეგაშვილი 2026 წელს რჩეულთან ერთად დუბაიში შეხვდა - „გილოცავთ ახალ წელს“

„ნუ უსურვებთ ადამიანს გათხოვებას, დაოჯახებას და ბავშვის შეძენას - ეს პირადი საზღვრების დარღვევაა!“ - ფსიქოთერაპევტის რეკომენდაცია