
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, ეს დღე საინტერესო იქნება ოჯახური ურთიერთობების კუთხით“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - შეიძლება იგრძნოთ მოტივაციის მომატება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმპულსურად იმოქმედოთ. ეცადეთ დაფიქრებული და წინდახედული ნაბიჯები გადადგათ და არ შეხვიდეთ კონფლიქტებში.
კურო - იყავით მზად გახსნილი და გულახდილი საუბრებისთვის. არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება.
ტყუპები - შეიძლება ბევრ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა, შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ და ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
კირჩხიბი - ემოციური დღე გელოდებათ, ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს, რათა არ დაუშვათ შეცდომები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
ლომი - კარგი დღეა, თუ სამოგზაუროდ აპირებდით წასვლას შეგიძლიათ ეს დღე სწორედ მის დაგეგმავს დაუთმოთ, გამოდით კომფორტის ზონიდან და იმოქმედეთ.
ქალწული - შეეცადეთ დააკვირდეთ დეტალებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მეტი დაკვირვებულები იყავით.
სასწორი - ნეიტრალური დღე გელოდებათ, შეიძლება ურთიერთობებში გაუგებრობა გაჩნდეს ამიტომ კარგი იქნება სწორი დიალოგი.
მორიელი - ჯანმრთელობა და ყოველდღიური რუტინა დიდ ყურადღებას მოითხოვს, კარგი იქნება გაწეროთ დღევანდელი დღის გეგმა და ისე იმოქმედოთ. კარგი იქნება დაისვენოთ დღეს და ენერგია აღიდგინოთ.
მშვილდოსანი - საინტერესო დღე გელოდებათ, გაქვთ საშუალება დაიწყოთ ახალი საქმე, რომელიც შემდეგში წარმატებას მოგიტანთ.
თხის რქა - კარგი იქნება ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ და დაკავდეთ საოჯახო საქმეებით.
მერწყული - წარმატებული დღე გელოდებათ ნებისმიერი სიახლის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად.
თევზები - განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება, ან ისეთი რაღაცების ყიდვა, რაც მომავალში არ გამოგადგებათ
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს