Digest Logo

🎥 „განთავისუფლდეთ იმისგან, რაც ხელს გიშლით და დატოვეთ წარსულში...“ - 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1752125601
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, თუმცა დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. არ არის სასურველი ახალი ნაბიჯების გადადგმა. გარდა ამისა ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ, რადგან ტყუილების ალბათობა დიდია“, - 10 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ვერძი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენში აქტიურობის ენერგია დიდია, უმჯობესია, დღეს თავი შეიკავოთ რადიკალური ქმედებებისგან. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეები შესასრულებელი, ამისთვის უმჯობესია, დღის პირველი ნახევარი გამოიყენოთ.

კურო

იდეალური დღეა იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ იმისგან, რაც ხელს გიშლით და დატოვეთ წარსულში. არ არის სასურველი ახალი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა შეგიძლიათ, დაასრულოთ საქმეები, რომლებიც ხელს გიშლით. შეეცადეთ, სიტუაცია სწორად გადააფასოთ.

ტყუპები

გჭირდებათ ენერგიის სწორი დაბალანსება ისე, რომ ყურადღება არც ერთ საქმეს არ მოაკლდეს. ქაოსურ მდგომარეობაში არის შეცდომების დაშვების ალბათობა. იყავით ყურადღებით და დრო სწორად გადაანაწილეთ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი დღეა სამსახურებრივი საკითხებისთვის, შესაძლოა, მოვიდა დრო შეცვალოთ რაღაც. არ არის სასურველი ახალი საქმის ან რადიკალური ქმედების განხორციელება.

ლომი

დრევანდელი დღე თქვენთვის არ არის ერთგვაროვანი. დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან არის ალბათობა იმისა, რომ თქვენი გეგმები შეიცვალოს. დღის მეორე ნახევარი პოზიტიურია.

ქალწული

კარგი იქნება დღის პირველი ნახევარი საოჯახო საქმიანობას დაუთმოთ. დღის მეორე ნახევარი შეგიძლიათ, აქტიურად გამოიყენოთ პირადი საქმეებისთვის. შეეცადეთ დღე სწორად დაგეგმოთ.

სასწორი

იდეალური დღეა მოლაპარაკებების კუთხით. თუ რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის დაგეგმვა გინდოდათ, შეგიძლიათ დღეს განახორციელოთ. მარტივი იქნება კომუნიკაციაში შესვლა და შთაბეჭდილების მოხდენა.

მორიელი

დღევანდელი დღე მოგცემთ საშუალებას გადააფასოთ პირადი ღირებულებები. ეცადეთ გამოიტანოთ დასკვნა რა არის თქვენთვის პრიორიტეტული. შესაძლოა, გიწევდეთ იმის გაკეთება, რაც არ გსიამოვნებთ. 

მშვილდოსანი

ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ დასაგეგმად. იმის გასაგებად თუ რა გჭირდებათ მომავალში. როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ და რეალურად რა მოგიტანთ ბედნიერებას.

თხის რქა

დღე შესაძლოა არც ისე ნაყოფიერად დაიწყოს. არ იყოს იმდენად ნაყოფიერი და პროდუქტიული. შესაძლოა მოვიდა დრო კონკრეტულ მომენტებს დაემშვიდობოთ. დღის მეორე ნახევარი მეტად პოზიტიურია.

მერწყული

დღის პირველი ნახევარი უფრო აქტიურია, მარტივია კომუნიკაცია. მეორე ნახევარში სასურველია განმარტოება, შეგიძლიათ შეიცვალოთ ბუნება.

თევზები

კარგი იქნება თუ დღის პირველ ნახევარშივე დაიწყებთ დაგეგმვას. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის პოზიტიური იყოს. რაც შეეხება საღამოს შეგიძლიათ, კონკრეტულ ნაბიჯები თამამად გადადგათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“დაამარცხა და ფინალშია

🎥 „ზოგჯერ ვფიქრობ ალისა უნდა მერქვას, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება საოცრებაა“ - მაკა შალიკაშვილი

⭕„დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - გიორგი კეკელიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს