
გადაცემა „პრაიმშოუ“-ს დღევანდელი თემა ილუზიონისტობა და კეთილი ტყუილები იყო.
ამ თემის ირგვლივ კი ბევრი ცნობილი სახე ჰყავდათ მიწვეული ეთერში. ერთ-ერთი მსახიობი მაკა შალიკაშვილი იყო, რომელმაც ბავშვობის ისტორია გაიხსენა.
„ზოგჯერ ვფიქრობ ალისა უნდა მერქვას, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება არის საოცრება და მოულოდნელობებით სავსე.
მახსოვს პატარა ვიყავი, როცა მე და ჩემი და მოვხვდით იგოეთის კლუბში, სადაც ჩამოვიდა ილუზიონისტი, რომელმაც გამოიხმო ადამიანი, ვინც გავიდოდა სცენაზე და უნდა გადაეხერხა ადამიანი.
მე ავიწიე ხელი გამიყვანა, გადამხერხა.... მიდის წივილი კივილი და მე მახსოვს პატარა კუბიკში ვიჯექი და ფეხები მქონდა მოკეცილი, როგორც მითხრა ილუზიონისტმა“, - იხსენებს მაკა შალიკაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - გიორგი კეკელიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
⭕„სამაგალითო ოჯახი“ - გიორგი გასვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს