
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ახლახან მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა და საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა:
„აღდგომა - ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
განუსაზღვრელად დიდია ის სიხარული, როდესაც ხედავ რომ სიცოცხლე მარადიულია და არ მთავრდება. ნებისმიერი ტანჯვაც კი განიცდის ბოლოს, რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული, რაღაც სასიამოვნოს და რაოდენ დიდია ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის განცდა .... ჯერ კიდევ როდის, პავლე მოციქული პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ, ამბობს: ,,ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და თქვენი რწმენაც".
ქრისტეს ყველაზე დიდი სამართლიანობა და ნუგეში იმაში მდგომარეობს და ზოგადად, შემდგომ უკვე ქრისტიანობაში, რომ მასთან, ანუ მამასთან, ყველა პირი, თანამედროვე ენით რომ ვისაუბრო ,,იდენთიფიცრებულია". შესაბამისად, არცერთი ადამიანის საქმე უკვალოდ არ ქრება და არ ქრება თავად ინდივიდი, მისი არამც თუ სულით, ხორცით, ასევე. რამეთუ, ჩვენ მხოლოდ სულით არ ვაკეთებთ სიკეთეს და მხოლოდ სულით არ ვცოდავთ, ამაში ხილულად ხორცი იღებს მონაწილეობას. ქრისტეთან კი შენივე ჩადენილი შენ თავად მოგეკითხება ყველაფრით, ესაა ქრისტე ღმერთის უდიდესი სამართლიანობა.
და მაინც, როდის განიცდის ადამიანი ამ მარადიულობას და ზე ეგზალტაციურ, პიკურ მდგომარეობას? რა თქმა უნდა, ქრისტეს დიდებით დაბრუნების შემდეგ. წინაზეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ სამშვინველი და ეთერული სხეული კვლავ ეწებება უკვე მტვერს ჩვენი სხეულის სახით, ხოლო ადამიანი ხდება, როგორც გამტარი პლაზმა, მკვრივი ფაფუკი სხეულის მატარებელი, რომელსაც არ ეკარება კვდომა და ჭკნობა. ამაზე გენიალურად აქვთ ნასაუბრები ბიბლიის ყველაზე ცნობილ აპოლოგეტებს, მათ შორის ფილოსოფოსებსაც, წმინდა მამებზე რომ აღარფერი ვთქვათ. ადამიანის სხეული იქნება მსგავსი, როგორც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი და სწორედ ქრისტეს სიტყვებია: ,,ჩემი მიმდევარი, კიდეც რომ მოკვდეს - იცოცხლებს", რადგანაც სიკვდილი, როგორც თავად უფალი ამბობს, ეს დროებითი მიძინებაა, როგორც ლაზარეს შემთხვევაში ბრძანა.
აი, თუ როგორ იქნება ეს ყოველივე, როგორც გამოუცნობია ქალწული მარიამისგან განკაცებული ღმერთის მუცლადღება და შემდგომ აღდგომა, ისეა ამ შემთხვევაშიც. არის გარკვეული საკითხები, რასაც ჩვენ ამ განზომილობრივ სიხშირეში ვერ ჩავწვდებით, ხოლო ზედმეტად კრიტიკოს სავლეებზე კი ნათქვამია: ,,წარმართნი სიბრძნესა ეძიებდნენ". მაგრამ სიბრძნეს ვერ გაიგებენ, რადგანაც მათ გულში ქრისტეს ადგილს არ უთმობენ, შესაბამისად ტვინიც სხვაგვარად მოძრაობს. და კიდევ ქრისტე აღსდგა მეგობრებო!
აღ ,,ს" დგა, რადგანაც ჩვენ ვეხებით ერთადერთ და განუმეორებელ მოვლენას, შესაბამისად, როცა ისეთი რამ ხდება, რაც ბუნების კანონებს არ ემორჩილება და ადამიანური გადმოსახედით საზღვრებს სცდება აქ უკვე ვერც გრამატიკა დაემორჩილება წესებს. მაშასადამე, მსგავს შემთხვევებში ვამბობთ აღსდგას, ისე კი აღდგა სწორია, მაგრამ აღდგა სწორია ადამიანურ, ანუ ჩვენთვის წარმოსადგენ რეალურ ჭრილში. ზებუნებრივ ამბავში კი სწორია - „აღსდგა“.
მრავალს დავესწროთ უკეთეს საქართველოში და მსოფლიოში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!“ - ნუცა ბუზალაძე