ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
ასტროლოგმა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები დაასახელა, რომელიც მიმდინარე კვირაში მოხდება ცის კაბადონზე. მიხეილ ცაგარელის განმარტებით, ზოდიაქოს ნიშნები ამ კვირაში პოზიტივს და მაღალ ენერგოტონუსს შეინარჩუნებენ:
მიმდინარე კვირის ზოგადი მიმოხილვა და მნიშვნელოვანი მოვლენები ცის კაბადონზე:
„ეს კვირა ჯერჯერობით პოზიტიურ ელფერს ინარჩუნებს, თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა უკვე ვუახლოვდებით შედარებით რთულ პერიოდს. 4-დან 22 დეკემბრამდე. დედამიწა განსაკუთრებით უარყოფით ენერგოველში იქნება და განსაკუთრებით შეაზანზარებს ადამიანებს. იქამდე ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, თუმცა პატარა ნეგატიური ტენდენციები შეინიშნება.
ასევე გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მოვლენა:
პარასკევს სატურნი ასწორებს მოძრაობას, რეტროგრადულობაა გადადის დირექტიულ მოძრაობაში. ადვილად მიიღება კანონები. ადვილად მოხდება ადმინისტრაციული სისტემის შეცვლა. ასევე ადვილად აღმოვფხვრით მავნე ჩვევებს.
შაბათს კიდევ მერკური, გონების მმართველი პლანეტა, რომელიც ართულებს ინფორმაციის მიღებას, ისიც ხდება დირექტიული და სწორად მავალი. ამიტომ გაადვილდება ინფორმაციის მიღება, მგზავრობა, მოგზაურობა, კონტაქტები.
კვირას, სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა დატოვებს მორიელის ზოდიაქოს და 24 დეკემბრამდე გადაინაცვლებს, ყველაზე მხიარულ და ოპტიმისტ ნიშანში მშვილდოსანში. მოიმატებს ხასიათში და ურთიერთობებში ოპტიმიზმი. კარგია მოგზაურობა და არ არის გამორიცხული უცხოელი შეგიყვარდეთ. ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება.
ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს გეომაგნიტური დღეები, როდესაც ზეგავლენა ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე:
ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი - გეომაგნიტური დღეები.
„თუ იგრძენით რომ თავი გტკივათ, უგუნებოდ ხართ, დისკომფორტი გაქვთ შინაგანი, პანიკის გარეშე ვიზომავთ წნევას და პროფილაქტიკის მიზნით მივიღებთ მედიკამენტებს“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:
♈ ვერძი
ენერგოტონუსი მატულობს. ხდებით უფრო ჩქარები. შრომისუნარიანობა მატულობს და ხდებით უფრო პოზიტიურები. საინტერესო პარტნიორული ურთიერთობა არის მოსალოდნელი. ასევე კარგი პერიოდია უცხოელებთან პარტნიორობისთვის.
♉ კურო
ენერგოტონუსს არ უჩივის, შემდეგი კვირიდან უფრო არის მოსალოდნელი კლება. ჯანმრთელი ენერგიული და აქტიურია. მთავარი პრობლემა არის ფინანსები. მაცდუნებელი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ფულის ხარჯვას აიძულებენ. გამოიჩინეთ წინდახედულობა და ფრთხილად იყავით ხარჯვასთან. შემოქმედებითი კუთხით პერიოდი კარგია და წარმატების შანსები გაქვთ.
♊ ტყუპები
ენერგია გემატებათ, განწყობა უმჯობესდება. ხდებით გონებამახვილები. საინტერესო იდეები მოგდით. ყველაზე მთავარი პარტნიორული ურთიერთობებია, როგორც ბიზნესის, ისე პირადის მიმართულებით. ჰარმონია თქვენი დევიზია. თუ ეს დაირღვა, გახდებით ემოციური და ნეგატიური.
♋ კირჩხიბი
ჯერ კიდევ ხართ განწყობაზე, გაქვთ ენერგოტონუსი. მომავალ კვირას ამას კიდევ მეტად იგრძნობთ. მიმდინარე კვირაში მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. გაბრაზების ფონზე არ აღმოჩნდეთ აგრესიულები და სარკასტულები. დაალაგეთ გონებაში აზრები და ურთიერთობები.
♌ ლომი
კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მატულობს. ლიდერები და ხელმძღვანელები ხართ. მნიშვნელოვანია სასიყვარულო ურთიერთობები. ზოგიერთი შეიძლება ქორწინების წინაშე ან მნიშვნელოვან ურთიერთობებში დადგეს. მოშურნეებმა შეიძლება ძველი შეცდომები გამოააშკარაონ.
♍ ქალწული
ენერგიული და აქტიური ხართ. იდეების რეალიზაცია და ფინანსები ორგანიზება გამოგდით საოცრად. საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრაც კარგად შეგიძლიათ. მთავარია ოჯახთან და ნათესავებთან ურთიერთობების დალაგება. ხდებით შედარებით აგრესიული, ჯიუტი და წვრილმანებზე ორიენტირებული.
♎ სასწორი
პოზიტიური ენერგიული, შარმიანები და წარმატებულები ხართ. ერთ-ერთი წარმატებული და ფავორიტი ნიშანი ხართ. ფინანსური კუთხითაც გაილაღებთ. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის. უფლება არ გაქვთ გაჩერების. ენერგოტონუსი მატულობს. რაც შეიძლება მეტი იმოგზაურეთ.
♏ მორიელი
ჯერ კიდევ ენერგიული და წარმატებული ხართ. თუმცა პატარა პრობლემები მაინც იჩენს თავს, რომლებიც ძირითადად ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. არასწორი კაპიტალ-დაბანდების რისკია, შესაძლოა იყოთ სხვისი გავლენის ქვეშ მოქცეული. შანსები წარმატებისა მაღალია.
♐ მშვილდოსანი
ფინანსური, იდეების და რეალიზაციის კუთხით კარგი პერიოდი გაქვთ. მატულობს ინტუიცია. მგზავრობა-მოგზაურობა ამ დროს კარგია. ყველაფერში შეგიძლიათ წინსვლა. ასე რომ იაქტიურეთ.
♑ თხის რქა
ენერგოტონუსი მაღალია, გაქვთ შანსი მეტად გაძლიერდეთ კარიერაში, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი. აიმაღლეთ ავტორიტეტი. ჩნდებიან მოშურნეები, რომლებსაც თქვენი წარმატება არ მოსწონთ. ყურადღებით იყავით და ენას კბილი დააჭირეთ.
♒ მერწყული
აქტიურები და ინიციატივიანები ხართ. ფულის შესაძლებლობები გაქვთ ძალიან კარგი. საინტერესო მეთოდოლოგიები და გეგმები გაქვთ შემუშავებული. შანსები წარმატების არნახულად კარგია. თავისუფალი მოქმედება და სპონტანურობა გმართებთ.
♓ თევზები
შემდეგი კვირიდან იწყება რთული პერიოდი, ამიტომ ეს კვირა დაუთმეთ კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. კარიერული წინსვლის პერსპექტივა დიდია. თუ კი სასამართლო პროცესებში ხართ ჩართულები, წარმატებით დასრულდება. სხვადასხვა პრობლემების ადვილად გადაწყვეტა შეგიძლიათ. ინტუიცია მზარდია. იმუნიტეტი მაღალი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მტკივნეული მენსტრუაცია, რა არის ნორმა და როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს? - ექიმის რჩევები