ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„წარმოგიდგენიათ?!
როდესაც ჩვენ არაქრისტიანულად ვექცევით ერთმანეთს, როდესაც ჩვენ ქრისტეს ვღალატობთ,
როდესაც ჩვენ საკუთარ თავში ცოდვას ვამეფებთ,
- ამით რას ვაკეთებთ?!
- ამით დავცინით ჩვენში ქრისტეს,
და ეშმაკი კვდება ჩვენში სიცილით,
თითქოს ღმერთს ეუბნება: -„ხედავ?! შენ ამდენი იწვალე და ახლა ამას შეხედე...
ხომ ამდენი იწვალე?!
ახლა ამას ეტყობა რამე იმისა, რომ შენ მისთვის მოკვდი?!
ეტყობა რამე?!“
აი, მე მეტყობა რამე, რომ ქრისტე ჩემთვის მოკვდა?!
და თუ არ მეტყობა - ეშმაკი ჩემში ქრისტეს დასცინის...
ჩვენ ვმკრეხელობთ,
როცა არ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ვცხოვრობდეთ...
ეს არ არის უბრალოდ - „ჰო, აი, არ შემიძლია და რა ვქნა?“
არ შეგიძლია რა ქნა,
მაგრამ რადგან შენში ხარხარებს წინა საუკუნეთა გველი,
და შენგან,
შენი გულიდან, დასცინის სამყაროს შემოქმედს,
რა თქმა უნდა - შენ მკრეხელი ხარ,
იმიტომ, რომ ეს პლატფორმა, საიდანაც ის ქადაგებს ღმერთის საწინააღმდეგოს,
ეს პლატფორმა შენ შეუქმენი, შენს გულში,
შენი უსუსურობით,
შენი უღირსობით,
შენი სიზარმაცით,
შენი უპასუხისმგებლობით,
იმიტომ, რომ საკმარისია მცირეოდენი პასუხისმგებლობა გამოგეჩინა,
და ღმერთი, მაშინვე, შენს გასაკეთებელს გააკეთებდა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მტკივნეული მენსტრუაცია, რა არის ნორმა და როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს? - ექიმის რჩევები
⭕შსს მიმართვას ავრცელებს: „გამომშრალი ამინდის გამო მინდვრისა და ტყის ხანძრების საფრთხე გაიზარდა“