მტკივნეული მენსტრუაცია - რა არის ნორმა და როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, თოდუას კლინიკის მეან-გინეკოლოგმა დარია გოგიამ ისაუბრა:
„გოგონამ გინეკოლოგთან ურთიერთობა უნდა დაიწყოს 15-16 წლის ასაკიდან. ამ დროისთვის უკვე უნდა იყოს ნამყოფი მინიმუმ ერთხელ. აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ორგანიზმში. გოგო უნდა გახდეს ქალი. ეს ყველაფერი ნამდვილად მიგვითითებს რთულ პროცესზე.
პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არ ფიქრობდნენ თუ მტკივნეული მენსტრუაცია, გინეკოლოგთან ვიზიტის საფუძველი იყო. ეს არ არის ნორმა და დიდ დისკომფორტს ქმნის ქალებში. თუ მენსტრუაციის დროს საგრძნობი ტკივილი ცვლის ჩვენ გეგმებს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. თუმცა თუ ეს ტკივილი არის უმნიშვნელო, მაშინ არაა საჭირო ექიმის ჩარევა. მსუბუქი ხასიათის ტკივილის დროს იშვიათად მედიკამენტის მიღება შეიძლება, ნორმად ჩაითვალოს, მაგრამ, როცა ინიექციების გაკეთებაა საჭირო, მრავალჯერადად მედიკამენტების მიღება, მოითხოვს დიდ ყურადღებას და გინეკოლოგის ჩარევას“, - აღნიშნა დარია გოგიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შსს მიმართვას ავრცელებს: „გამომშრალი ამინდის გამო მინდვრისა და ტყის ხანძრების საფრთხე გაიზარდა“
⭕ნიგერიაში, სკოლიდან გატაცებულმა 50-მა ბავშვმა გაქცევა მოახერხა