Digest Logo

🎥 „გარკვეულწილად გარდაცვალებასაც უკავშირდება...გარდატეხა გელოდებათ პირად ურთიერთობაში...“ - რა გავლენას მოახდენს სატურნის ტრანზიტი თევზებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

1745425632
კატო მაყაშვილი

კატო მაყაშვილი ვედი ასტროლოგია, რომელიც საინტერესო ინფორმაციას და ასტროპროგნოზს იუთუბის საკუთარ არხზე საზოგადოებას უზიარებს ხოლმე. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თემაზე „სატურნის ტრანზიტი თევზებში, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის 2025-2028“ საუბრობს:

ვერძი

თქვენს შემთხვევაში სატურნი გაივლის თევზებში მეთორმეტე სახლს და გექნებათ ბევრი ტრანსფორმაცია. მეთორმეტე სახლი არის რაღაცებისგან თავის დაღწევის და მოშორების სახლი. აქ ადამიანი აღწევს მენტალურ თავისუფლებას და გარკვეულწილად გარდაცვალებასაც უკავშირდება. ეს არის ჩარჩოებიდან გასვლა. თქვენ აქ სთხოვთ სამყაროს გათავისუფლებას.

კურო

თვენთვის მეტ-ნაკლებად კარგი სიტუაციაა და სატურნი თქვენთან მეთერთმეტე სახლშია. ბევრი ორიგინალურობისა და სიახლის მომტანია. გარკვეული წარმატება და წინსვლა მოაქვს სოციუმში. ასევე ავტორიტეტის ამაღლება. ასევე შესაძლოა იყოს მისტიკური და გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცოტათი ფსიქიკური დაძაბულობა გელით.

ტყუპები

სატურნი გაივლის მეათე სახლს. კარგი მოვლენაა კარიერასა და სამსახურში. თუმცა სამყარო აქ თქვენ გიგზავნით გარკვეულ დავალებებს. ასპექტებს გააკეთებს მეოთხე, მეშვიდე და მეათე სახლზე. საყურადღებოა მეოთხე სახლი, სადაც ემოციური კუთხით გვაძლევს მინიშნებებს და ნეიტრალიზაციას. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ცვლილებები გელით.

კირჩხიბი

სატურნის ტრანზიტი იქნება მეცხრე სახლში. ერთი შეხედვით მარტივი ტრანზიტია. რთული პერიოდი თქვენთვის დასრულებულია. საერთო ჯამში წინა პერიოდის განმუხტვა მოხდება. ასევე მოგიტანთ მსოფლმხედველობის გადაფასებას. ეს არის ფილოსოფიური გადააზრება. შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოთ თქვენი გარშემომყოფები.

ლომი

გაივლის მერვე სახლს და არის ერთ-ერთი რთული პოზიცია. იმიტომ რომ მერვე სახლი მოიცავს ყველაფერს დაფარულს და ტრანსფორმაციას. თუ პლანეტები იქნება თქვენს სახლში უფრო გამოვლენილად იქნება ყველაფერი. შესაძლოა მოგვინდეს იზოლირება და ჩაკეტვა. ასევე უნდა იყოთ მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული.

ქალწული

მეშვიდე სახლში ხვდება სატურნი თქვენთან. აუცილებლად გამოააშკარავებს ყველაფერს რაც ცუდია. ინტრიგებს და ხრიკებს. პირველ რიგში არის ურთიერთობების სახლი. ამიტომ დიდი გარდატეხა გელოდებათ პირად ურთიერთობაში.

სასწორი

თქვენთან მეექვსე სახლს გაივლის სატურნი. აუცილებლად გამოჩნდება რაღაცები, რაშიც ჩართულობა და აქტიურობა მოგიწევთ. ასევე დედასთან დაკავშირებით მოგიწევთ შრომა და უძრავ ქონებას მიაქციეთ ყურადღება. შესაძლოა შვილებთან დაკავშირებით მოგიწევთ დამატებითი რესურსების ჩნდება.

მორიელი

თქვენთვის სატურნი გადადის მეხუთე სახლში. რომლის ტრანზიტი ნიშნავს ცვლილებებს, ოჯახს და რომანტიკულ ურთიერთობებს. შესაძლოა გაშრეს თქვენი გრძნობები და განწყობა ამ კუთხით. აცივებს დამოკიდებულებას რომანტიკულ ურთიერთობებში. შესაძლოა ემოციური აღმაფრენები არ გქონდეთ.

მშვილდოსანი

სატურნი ტრანზიტულად გაივლის მეოთხე სახლს. არ არის მარტივი ტრანზიტი. არის საკითხები, რომლებსაც ძალიან ძაბავს. ადამიანის ფსიქიკის ყველაზე კომფორტული წერტილია, სადაც ადამიანი ისვენებს. როდესაც სატურნი შედის მეოთხე სახლში, ადამიანს აკარგვინებს ჰარმონიას. ამ დროს შესაძლოა ადამიანს უნდოდეს განმარტოება და დაეძაბოს შინაგანი მდგომარეობა. კარგი იქნება მიმართოთ ფსიქოლოგებს.

თხის რქა

თვენ შემთხვევაში სატურნის ტრანზიტი იქნება მესამე სახლში, რომელიც არის პირადი ძალების და ნიჭების გამოვლენის სახლი. მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი უნარები წარმოაჩინოთ და არ დაიშუროთ ძალისხმევა. ამიტომ თქვენი წარმატება დაკავშირებულია იმაზე, რამდენად გამოავლენთ საკუთარ თავს. მოიაზრებს პატარა მოგზაურობებსაც.

მერწყული

ტრანზიტი გაივლის მეორე სახლს რაც ნიშნავს ოჯახის და ჩვენი მატერიალური რესურსების სახლს. სატურნი გვთხოვს დალაგებას, პასუხისმგებლობას და სისუფთავეს, შესაბამისად შესაძლოა დაგვეკისროს მეტი ჩართულობა ან მოვლა. ასევე მუშაობს ჩვენს თვითშეფასებაზე. ან მოგიწიოთ ზოგადად ოჯახთან განშორება და წასვლა.

თევზები

თევზებისთვის სატურნის ტრანზიტი გაივლის პირველ სახლში. ურთულესი ტრანზიტია, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. ძირითადად არ უყვარს ამ ასცედენტს დისციპლინა და დაგეგმილად მოქმედება. შესაძლოა მოგიწიოთ ამ რუტინიდან გამოსვლა. ასევე ყინავს ემოციებს. ტრანზიტი ასევე ადამიანზე ახდენს გარდატეხას.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა შეემთხვა ხათუნა ხოფერიას წმინდა მიწაზე - „ისრაელში ძლივს გადავრჩი...“

🎥 „ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან აზარტული, ენერგიული, სახალხო პროექტი იწყება

„მინდა გაგიზიაროთ საინტერესო ინფორმაცია, სვეტიცხოველში არსებული იესო ქრისტეს ფრესკის შესახებ, რომლის გარშემოც ზოდიაქოს 12 ნიშანია გამოსახული“ - უჩა სიხარულიძე