
კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.
დაზუსტებულია საეთერო დროც - 22:30 საათი. თუ სიმღერის სახელწოდებას სხვაზე ადრე გამოიცნობთ და სუპერთამაშს შეძლებთ, შესაძლოა, სახლში 25 000 ლარით დაბრუნდეთ.
თამაშის წესებზე გადაცემაში „იმედის დღე“ წამყვანებმა ანრი ჯოხაძემ და ანუკი სხილაძემ ისაუბრეს:
„სულ გვაქვს 5 რაუნდი, თითო რაუნდი 4 სიმღერისგან შედგება. თუ ამ სიმღერებს გამოიცნობენ, ეტაპობრივად დაგტოვებს. გგონია იცი სიმღერის სახელწოდება, არის 4 სავარაუდო პასუხი დიდ ტაბლოზე, არ იქნება მცდარი პასუხი თუ ის არ არის სიმღერის ტექსტში.
სამი გუნდიდან ლაღიძის „თბილისო“ ვერცერთმა გასცა სწორი პასუხი. როგორი ისტერიკა დაემართა დარბაზს იცი?
სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი შოუები ხშირად კეთდებოდა, მაგრამ ეს ძალიან აზარტულია, განსხვავებულია“, - ამბობენ წამყვანები.
ასევე დაგაინტერესებთ: