ვის მოუტანს წარმატებას საქმიანი მოლაპარაკებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენლებს ელით არაერთი სიახლე ცხოვრებაში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის ანუ 13 ნოემბრის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ასტროლოგი გვირჩევს, რომ დრო პოზიტიურად და ჰარმონიულად გავატაროთ.
♈ ვერძი
შესაძლოა შეგხვდეთ გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ხასიათს გაგიფუჭებთ. ასევე დაგადანაშაულებენ უსაფუძვლოდ. ეცადეთ ამას ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან თქვენი სიმართლე მაინც დამტკიცდება. დადებითი დღე გელით პირადი ურთიერთობების კუთხით. შეგიძლიათ თქვენი მეორე ნახევარი გაახაროთ და მისგანაც ელოდოთ სიურპრიზს.
♉ კურო
თქვენთვის ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება სხვა და სხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მოლაპარაკებების კუთხით. გამოიჩინეთ ინიციატივა და იყავით ლიდერები, რაც საშუალებას მოგცემთ სიტუაცია სათქვენოდ შემოატრიალოთ.
♊ ტყუპები
შესაძლოა შეგხვდეთ მცირე შეფერხებები, რომელთა გადალახვასაც ძალიან მარტივად მოახერხებთ. ეს დღე კარგია ურთიერთობების კუთხით, რადგან სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა არ გაგიჭირდებათ. გამოიყენეთ მოლაპარაკებებისა და შეხვედრების თვალსაზრისით.
♋ კირჩხიბი
მარტივი და სასიამოვნო დღეა ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები და ნაცნობები. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ. თუ რაიმეს შესწავლას გადაწყვეტთ, იცოდეთ რომ ეს დღე ამისთვის საუკეთესოა.
♌ ლომი
ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს ხელს მოჰკიდებთ, თქვენგან აკურატულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები და შეცდომები არ გამოგეპაროთ. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ. ეცადეთ დრო დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს, გამოიჩინეთ სითბო და ყურადღება.
♍ ქალწული
მზად იყავით მოქმედებისთვის და არ დანებდეთ. მოგიწევთ მეტი სიხისტის გამოჩენა, იმისთვის რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ. იმ ენერგიას, რომელსაც დღის განმავლობაში დახარჯავთ საღამოს აღიდგენთ.
♎ სასწორი
გართულებულია ურთიერთობები, შესაძლოა მოისმინოთ არასასიამოვნო ფრაზები ან კრიტიკა, რომლებიც უსაფუძვლოა. ეცადეთ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენი ენერგიები დაგეხმარებიან იმაში, რომ სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალოთ.
♏ მორიელი
დღეს შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია გაიგოთ. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რაიმეს შეძენა ან რაიმე ვალდებულებების აღება. კარგი იქნება დღევანდელი დღე დაუთმოთ განტვირთვასა და ენერგიების აღდგენას. შეიცვალეთ გარემო და დღე სიმშვიდეში გაატარეთ.
♐ მშვილდოსანი
დღე გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ეს დღე გამოიყენეთ აქტიური დასვენებისთვის. ნებისმიერი საქმე, რომელიც არ მოითხოვს რუტინას წარმატებით გამოგივათ.
♑ თხის რქა
შესაძლოა წარმოგექმნათ გარკვეული პრობლემები. ეს შესაძლოა იყოს, როგორც საკუთარი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც თქვენთვის ძვირფასები არიან. ცოტა გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, ვის დაეხმაროთ საკუთარ თავს თუ ახლობლებს. ეცადეთ პრიორიტეტები გაანაწილოთ.
♒ მერწყული
ეცადეთ თავიდან აირიდოთ უთანხმოებები. სხვა ადამიანებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ განმარტოვდით. თუ რაიმე სახის დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ითხოვოთ. ზედმეტად არ ინერვიულოთ წვრილმანებზე.
♓ თევზები
დღეს გექნებათ განსაკუთრებული, შარმი რაც დაგეხმარებათ წარმატებასა და შთაბეჭდილების მოხდენაში. კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს აქტიურად გამოიყენებთ და დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
⭕მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან