Digest Logo

13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

1731473996
ასი ათასი მოწამე

დღეს, 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, 1227 წელს თბილისში ჯალალედინის შემოსევების დროს, იმდროინდელ მოსახლეობას მოსთხოვეს ქრისტიანობის უარყოფა და ხატების შეურაცხყოფა.

მას შემდეგ, რაც 100 ათასმა ქართველმა უარი თქვა ჯალალედინის ბრძანების შესრულებაზე, მათ თავები მოჰკვეთეს და ცხედრები მტკვარში გადააგდეს.

ყოველი წლის 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდთან პარასკლისი ტარდება, რომლითაც პატივს მიაგებენ წამებულების ხსოვნას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბლოკების მოხსნისა და მედიტაციის შედეგად უშვილო წყვილს შვილი ეყოლება, ეს გოგო 7 კვირის ორსულია“ - მარიამ ციმინტია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისთვის საუკეთესო საშინაო საშუალება - არუნ ხათრის რჩევები