Digest Logo

მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან

1731474603
პარაკლისი მოწამეები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 13 ნოემბერს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე, ტრადიციულად, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინებს ჩაუშვებენ.

რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ ასი ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

🎥 „ბლოკების მოხსნისა და მედიტაციის შედეგად უშვილო წყვილს შვილი ეყოლება, ეს გოგო 7 კვირის ორსულია“ - მარიამ ციმინტია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისთვის საუკეთესო საშინაო საშუალება - არუნ ხათრის რჩევები