როგორი იქნება 29 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„დედამიწა 8-12 იანვრის პერიოდის გარდა, პოზიტიური ენერგოველშია - დღეიდან შესაძლებლობა ყველა კუთხით მატულობს, ასევე უმჯობესდება განწყობა.
მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს - ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი.
შაბათს იყავით ყურადღებით, რადგან გვაქვს სავსემთვარეობა, ცის კაბადონზე ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება, თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე. მოდის დიდი ენერგია, იყავით ფრთხილად. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით.
მერკური - 30 დეკემბრიდან 21 იანვრამდე გადადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, თქვენ აგებთ თქვენ სიტყვებზე პასუხს, გაძლიერდება სიჯიუტე, შეუპოვრობა.
რაც შეეხება ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს მიმდინარე კვირაში, ასე გამოიყურება:
ვერძი - წარმატების შანსები გაქვთ, რადგან ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია. შესაძლოა მიიღოთ პროფესიულად საინტერესო შემოთავაზება. ურთიერთობა ლაგდება და შეგიძლიათ ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური შემოსავალი.
კურო - ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მატულობს, მგზავრობა მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. ახლა მნიშვნელოვანია უცხოელებთან და უცხოეთთან კავშირი. გქონდეთ მეტი ოპტიმიზმი და გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი კარგად იქნება.
ტყუპები - კარგი პერიოდია თანამშრომლობისთვის და პარტნიორული ურთიერთობებისთვის. გაქვთ საშუალება იმოქმედოთ, ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ საიდუმლო.
კირჩხიბი - საინტერესო პერიოდი გაქვთ, გრძნობთ მხარდაჭერას პარტნიორისგან. ქორწინებას თუ აპირებთ ახლა ამისთვის საუკეთესო კვირაა. არ გაქვთ არანაირ აგრესიის სურვილი და პრობლემებს აგვარებთ მშვიდობიანად.
ლომი - ენერგოტონუსი შემდეგი კვირიდან ეცემა, თუმცა ახლა გაქვთ შანსები წარმატების. ყურადღებით იყავით არ გაცივდეთ და ეცადეთ, კარგი ურთიერთობა გქონდეთ კოლეგებთან მათი თანადგომა იქნება საჭირო და დროული. ახლა გაქვთ დალაგების პერიოდი.
ქალწული - სიყვარულის დრო გაქვთ, შესაძლოა ზოგი აღმოჩნდეს ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში, უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან. გამარჯვების ფაქტორი გაქვთ კონკურსებში და ლატარიაში.
სასწორი - გაქვთ შანსი მოაწესრიგოთ თქვენი სახლი - თუ ავეჯის ყიდვა გინდოდათ ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. კარგი ურთიერთობა დამყარდება თქვენსა და ოჯახის წევრებს შორის, იგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ძლიერება ინტუიცია.
მორიელი - თავისუფლდებით გარკვეული წნეხისგან და ხდებით აქტიურები და წარმატებულები. ასევე მატულობს ინტუიცია, გაიცანით ახალი ადამიანები, ასევე კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. იმოძრავეთ ყველა მხრივ. გაშალეთ ფრთები, იფრინეთ ახლა თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ჯერ კიდევ გაქვთ მაღალი. შესაძლოა, ძველი საქმეებისგან მიიღოთ შემოსავალი, ასევე მიიღოთ პრემიები და ბონუსები, რომელსაც არც კი ელოდით.
თხის რქა - თქვენი დროა, შანსები წარმატების გაქვთ ყველა კუთხით, ჯანი გემატებათ და ხდებით აქტიურები. შეაწუხეთ ხალხი, ახლა შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, ყველა მხრივ გიმართლებთ.
მერწყული - ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ საიდუმლო, ახლა არის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის პერიოდი. ასევე უმჯობესდება მეგობრული კავშირი.
თევზები - კარგი პერიოდი გაქვთ, ახლა იფურჩქნება და ძლიერდება თქვენი ინტუიცია. მიზიდულობა და შარმი მატულობს. სიახლეების დროა, მეტი კავშირი გქონდეთ ინტერნეტთან. შეიძლება, მიიღოთ აქედან მატერიალური დივიდენდები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორი ნაძვის ხეებით ხვდებიან საქართველოს ქალაქები 2026 წელს