Digest Logo

„გაწერე კვირის მნიშვნელოვანი გეგმები, განსაკუთრებით ეცი პატივი დროის ნებისმიერ გამოვლინებას“ - რა გავაკეთოთ შაბათს?

1772895713
ყავა და ოფისი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც შაბათის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:

„🟣 შაბათი სატურნის დღეა.

🪐სატურნი დროის განზომილებას, ფიზიკურ სივრცეს, საზღვრებს ქმნის. მის გარეშე ეს სამყარო დალის სიურეალიზმს დაემსგავსებოდა.

🪐ადამიანს, რომელსაც ძლიერი სატურნი ჰყავს რუკაში, (ასევე თხის რქის გავლენიან ადამიანებს) ადვილად ამოიცნობ სიმკაცრით, დისციპლინითა და... მოდი, ვნახოთ შენს შემთხვევაში რა ხდება 🙏

👉 გიჭირს საკუთარი საზღვრების დაცვა?

👉 გიჭირს არას თქმა?

👉 გიჭირს გეგმიურობა? 👉 გიჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება?

👉 გიჭირს დამოუკიდებლობა? 👉 გიჭირს დროის მენეჯმენტის ორგანიზება?

🪐 თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხები სჭარბობს, მაშინ, ამ დღეს იმუშავე შენს საზღვრებზე, დისციპლინაზე.

✋️️არავის მისცე უფლება დაარღვიოს შენი პირადი სივრცე.

✋️ნებისმიერ დროს, როდესაც შეგიპყრობს მელანქოლია ან დაკარგავ კონტროლს აწმყოზე, შეეხე კედელს, სავარძელს ან სკამს რომელზეც ზიხარ, მაგიდას და ყველა ირგვლივ არსებულ მატერიას.

✋️არასდროს დახუჭო თვალი იმაზე, რაც არ მოგწონს, დააფიქსირე ყოველთვის რა არ მოგწონს და რა მოგწონს.

✋ იმუშავე იმაზე, რომ ბანალურ კითხვებზე შენი პასუხები არ იყოს: „ვნახოთ“, „ვეცდები", „თუ მოვახერხე“ და ჩაანაცვლე ისინი მტკიცებითი ფორმის სიტყვებით, იზრუნე და იმუშავე იმაზე, რომ გარემოებებმა კი არ განსაზღვროს შენი ქმედება, არამედ - შენ! აიღე საკუთარი ცხოვრების სადავეები ხელში!

⏳️ შაბათობით გაწერე კვირის მნიშვნელოვანი გეგმები და კიდევ, ამ დღეს განსაკუთრებით ეცი პატივი დროის ნებისმიერ გამოვლინებას, დაწყებული ასაკოვანი ადამიანებითა თუ ცხოველებით, დასრულებული თითოეული წამით“, - წერს ქეთი ოდიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი ერთ-ერთი ოცნება ავიხდინე და მიხვდებით სადაც ვარ...“ - ნუცა ცისკარიშვილი ქმართან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობს

„ჭამ და მალევე გეძინება?“ - ნიშნები იმისა, რომ შენს მონელებას დახმარება სჭირდება

„სიზარმაცე, დაღლილობა, საქმეების ხვალისთვის გადადების სურვილი“ - მარტის ფენშუის პროგნოზი თამო შავლიაშვილისგან