Digest Logo

„სიზარმაცე, დაღლილობა, საქმეების ხვალისთვის გადადების სურვილი“ - მარტის ფენშუის პროგნოზი თამო შავლიაშვილისგან

1772889510
თამო შავლიაშვილი

მარტის ფენშუი პროგნოზი სექტორების მიხედვით მფრინავი ვარსკვლავები (5.03- 4.04) 💫 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სად მდებარეობს შესასვლელი კარი, საწოლები, ღუმელი, სამუშაო მაგიდა. მოხვდნენ თუ არა ისინი მოცემულ სექტორებში? თუ სექტორი კარგია - გაგიმართლათ მფრინავ ვარსკვლავებს საცხოვრებელ სივრცეში განვიხილავთ შემოსასვლელი კარიდან გაზომვის შესაბამისად (ვისაც აღნიშნული გაზომვები არ გაქვთ გაკეთებული, მარტივი ვარიანტია გაზომოთ ბინის ცენტრიდან კომპასით).

ჩრდილო-დასავლეთი ის ადგილია, სადაც თავს დათრგუნულად გრძნობთ. სიზარმაცე, დაღლილობა, საქმეების ხვალისთვის გადადების სურვილი. შეიძლება საჭმლის მონელებელმა სისტემამ "აურიოს", სახსრებმა შეგაწუხოთ და კანი სტრესზე რეაგირებდეს. არასასურველია ძილისთვის. მაგრამ ამ სექტორს შეუძლია ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. თუ ფრთხილად გაზრდით სამუშაო დატვირთვას, შემოსავალი გაზრდაც შეგიძლიათ. მთავარია უკიდურესად არ გადაიღალოთ.

👉ცოტა მეტი დისციპლინა, მაგრამ ფანატიმის გარეშე. სხეული გულწრფელად გეუბნებათ: „თუ ზედმეტად დაიტვირთები, ავად გავხდები... და ესაა“. დასავლეთი ამ თვის ვარსკვლავია! ძლიერი, სწრაფი და პერსპექტიული. იდეები აქ ადვილად იბადება, ფული კი ინფორმაციის, ცოდნისდა განვითარების გზით მოდის. ინვესტიციები, მოლაპარაკებები და პროექტების დაწყება - ეს ყველაფერი აქ თამამად შეიძლება გაკეთდეს. თუ დიდი ხანია რამის შეცვლა გინდოდათ - სამსახურის, ბიზნესის, ურთიერთობის, სტატუსის - ახლა დროა. ენერგია იმპულსს გაძლევთ, რომელსაც მთელი წლის მიმართულების განსაზღვრა შეუძლია.

👉ჩაატარეთ აქტივაციები, იმოქმედეთ და გამოჩნდით. აქ შეგიძლიათ და უნდა იყოთ უფრო თამამი. ჩრდილო-აღმოსავლეთი ძალიან სასიამოვნო სექტორია. გიჩნდებათ სურვილი სწავლის, ახალი ადამიანების გაცნობის, კომუნიკაციისა, ურთიერთობების განვითარების. და სამართლიანადაც - სექტორი ამას ყველაფერს მხარს უჭერს! თუ ურთიერთობის ძიებაში ხართ, წადით იქ, სადაც ხალხმრავლობაა. თუ ურთიერთობაში ხართ, ცოტა რომანტიკა დაამატეთ. საერთო ჰობი, მოულოდნელი პაემანზე მოწვევა, პატარა ჟესტი - და ატმოსფერო შეიცვლება.

👉 ფულიც მოვა, მაგრამ უფრო მეტად ცოდნითა და ინტელექტუალური განვითარებით, ვიდრე მძიმე შრომით. ამასთან, რეკომენდებულია უფრო ფრთხილად იყოთ ხარჯვისას და ემოციურ ფონზე ზედმეტი არ დახარჯოთ. რადგან ენერგიები შთაგონებას გაძლევთ და არა სტაბილურ შემოსავალს. სამხრეთი წელს ზოგადად მარტივი არ არის, განსაკუთრებით კი ახლა. შესაძლოა ქრონიკული პრობლემები გამწვავდეს, ძველი კონფლიქტი ხელახლა წამოიჭრას, ან უეცრად ფინანსური პრობლემები შეიქმნას. და ეს ყველაფერი გაფრთხილების გარეშე. თუ შესაძლებლობა გაქვთ, უმჯობესია, ეს სექტორი აქტიურად არ გამოიყენოთ. ნუ დაიძინებთ აქ, ნუ იმუშავებთ. თუ არჩევანი არ გაქვთ, სამხრეთის კარზე ლითონის ზარი ჩამოკიდეთ, სექტორში ფენ შუი ხსნარი მოათავსეთ (წყალი+მარილი+მონეტები) და ნუ გარისკავთ. ნურც ფინანსურად და ნურც რეპუტაციით. უმჯობესია, მსხვილი თანხები არ გაასესხოთ, თუნდაც ძალიან გთხოვონ.

👉 სამხრეთი ახლა გმირული საქმეებისთვის არ არის. ახლა მოიცდაა საჭირო.

ჩრდილოეთი ეშმაკურია. თავიდან ის შთაგაგონებთ, იდეებსა და ფულის გამომუშავების შემოთავაზებებს გამოგიჩენთ - თვალები გაგიბრწყინდებათ. შემდეგ კი... აღმოჩნდება, რომ ნახევარი ფუჭია, ან ისეთ ინვესტიციას მოითხოვს, რომ არ ღირს.

👉 ასევე იზრდება კონფლიქტების და იურიდიული პრობლემების რისკიც (თუ ძალიან მკვეთრად იმოქმედებთ). ამიტომ, ნუ ჩადებთ ინვესტიციას იქ, სადაც გპირდებიან „სწრაფ და ბევრს“. წამოსული იდეები ჩაიწერეთ, შეამოწმეთ და შემდეგ დაფიქრდით.

სამხრეთ-დასავლეთი აქ ენერგია მკვეთრია, შეიძლება ითქვას ეკლიანი. მცირე დაზიანებები, ჭრილობები და სილურჯეები საკმაოდ სავარაუდოა – თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. ურთიერთობებიც დაიძაბება. ემოციური ფონი, დაუსრულებელი სათქმელი, ეჭვიანობით და, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყენით. ქალთა კონფლიქტები შეიძლება სწრაფად და ძლიერად გაცაღდეს. უმჯობესია, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ. თუ ამ სექტორში კარია, სიტუაციის გასასწორებლად მარილიანი ხსნარი გამოიყენეთ.

👉 და კიდევ ერთი რამ. თუ გრძნობები მოულოდნელად გაღვივდება – ნათელი, ინტენსიური, მაგალითად „აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი?!“ – ნუ იჩქარებთ მოწონების ობიექტს სიტყვაზე ენდოთ. შედეგი შეიძლება ნაკლებად ოპტიმისტური იყოს. სამაგიეროდ სწავლა, ახალი რაღაცების მოსინჯვა, შემოქმედებით დაკავება და მეტყველების პრაქტიკა აქ კარგად გამოგივათ აღმოსავლეთი აქ ფრთხილად იყავით. შესაძლებელია ფინანსური სირთულეები, ხელის დაზიანებები და სახსრების დისკომფორტი. თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ სწორედ წვრილმანებისგან იწყობა საერთო მდგომარეობა.

👉 თუ შესაძლებელია, მოერიდეთ აქ ძილს და ნუ გაააქტიურებთ ამ სექტორს. თუ არჩევანი არ გაქვთ, ფენ შუი ხსნარი, ლითონის თვალსაჩინო ნივთები მოათავსეთ და არანაირი სარისკო წამოწყებას. განსაკუთრებით ფინანსურს. სამხრეთ-აღმოსავლეთი შეიძლება დამთრგუნველი იყოს. თავის ტკივილი, არტერიული წნევის მატება, შეგრძნება, რომ გარშემო ყველა შენელებულია და თქვენი არავის ესმის. უფროსი გაბრაზებულია, ხელქვეითები - ჯიუტები, მშობლები - დაძაბულები, შვილები კი თითქოს თქვენს ნებისყოფას ცდიან.

👉 ძალიან მოგინდებათ ხმას აუწიოთ. მაგრამ ეს სექტორი ხმადაბლა საუბარს მოითხოვს. მშვიდად. მაშინაც კი, როცა შინაგნით ყველაფერი გიდუღთ. რაც უფრო რბილია თქვენი ინტონაცია, მით უფრო სწრაფად დაწყნარდება სიტუაცია. უმჯობესია პაუზა აიღოთ. ზეწოლა ახლა საუკეთესო არჩევანი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც განსხვავება „გრძნობასა” და „იმიტაციას” შორის, უკვე თითქმის იდენტურად გამოიყურება?“ - რას წერს მაგდა კოტრიკაძე

„შეიძლება მოიტანოს სასიამოვნო ამბები, მოულოდნელი შეთავაზებები, საინტერესო შეხვედრები და ახალი ურთიერთობები“ - 9-15 მარტის ასტროპროგნოზი

„როცა ადამიანში დომინირებს სიამაყე, მიტევების უნარი არ აქვს, ღმერთის ჩვენში არ მყოფობა ადამიანს უნარს ართმევს გულმოწყალებისა“ - თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.facebook.com