Digest Logo

„ჭამ და მალევე გეძინება?“ - ნიშნები იმისა, რომ შენს მონელებას დახმარება სჭირდება

1772891949
კვებაკვება

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საჭმლის მონელების პრობლემაზე საუბრობს:

„ბევრს ჰგონია, რომ ჭამის შემდეგ ენერგიის ვარდნა, მუცლის შებერილობა ან მუდმივი შიმშილი ნორმაა. რეალურად, ეს შენი ორგანიზმის SOS სიგნალია — მას ბოჭკო (უჯრედისი) აკლია!

შეამოწმე შენი თავი, გაქვს თუ არა ეს სიმპტომები:

ენერგიის „კრახი“: ჭამ და მალევე გეძინება? ეს ინსულინის ნახტომია ბოჭკოს ნაკლებობის გამო.

მუდმივი შიმშილი: რამდენადაც ბევრს არ უნდა ჭამდე, მაინც „გემრიელობებისკენ“ გაგირბის თვალი.

დისკომფორტი მუცელში: შებერილობა და მონელების შენელება, რაც ყოველდღიურობას გირთულებს.

პრობლემა: სწრაფი კვება და რაფინირებული შაქარი ამ პროცესს კიდევ უფრო აუარესებს.

გამოსავალი: სწორად შერჩეული მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული.

მოცემული რჩევები არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ ცვლის ექიმის დანიშნულებას“, - წერს მამუკა რაშოიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიზარმაცე, დაღლილობა, საქმეების ხვალისთვის გადადების სურვილი“ - მარტის ფენშუის პროგნოზი თამო შავლიაშვილისგან

„როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც განსხვავება „გრძნობასა” და „იმიტაციას” შორის, უკვე თითქმის იდენტურად გამოიყურება?“ - რას წერს მაგდა კოტრიკაძე

„შეიძლება მოიტანოს სასიამოვნო ამბები, მოულოდნელი შეთავაზებები, საინტერესო შეხვედრები და ახალი ურთიერთობები“ - 9-15 მარტის ასტროპროგნოზი