ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებიც 2023 წლის გაზაფხულის დასაწყისში იღბალსა და ფინანსურ მოგებას ნახავენ.
მათი თქმით, ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი 2023 წლის გაზაფხულის დასაწყისისათვის ბევრ ხელსაყრელ საქმეს შეეჭიდება.
ვერძი
16 თებერვლის შემდეგ, როცა სავსე მთვარე ლომის ნიშანში გადავა, ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქმნება. სავსე მთვარის ეს კომბინაცია თქვენთვის ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისი აღმოჩნდება და გაზაფხულს განახლებული ენერგიითა და მოტივაციით შეხვდებით. ასტროლოგების თქმით, 2023 წლის გაზაფხულამდე ყველაზე იღბლიანი თქვენი პირადი სფერო იქნება. ამიტომაც, ყველა შანსი გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს შეხვდეთ და სასიამოვნო თავგადასავალი შექმნათ. უფრო კომუნიკაბელური გახდებით, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ახალი საქმე წამოიწყოთ, სამსახურში დაწინაურდეთ და ახლობლებთან ურთიერთობებიც გააუმჯობესოთ. ასტროლოგების თქმით, მარტის თვეში მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი გელით, ამიტომ თქვენი ცხოვრების ყოველი შესაძლებლობა გამოიყენეთ.
მორიელი
16 თებერვალს სავსე მთვარის ლომის ნიშანში გადასვლა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდ ენერგიასა და მოტივაციას მისცემს. თქვენ საოცარი ნებისყოფა და რკინის ნერვები გაქვთ, თუმცა 2023 წლის გაზაფხულის დადგომამდე კიდევ უფრო დიდი შემართებით იბრძოლებთ იმისათვის, რაზედაც ფიქრობთ, რომ იმსახურებთ. ამიტომაც, გექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოების წინაშე უფრო თავდაჯერებულად წარდგეთ და დაწყებული საქმეები საკმაოდ ეფექტურად დაასრულოთ. ახლა იღბალი თქვენს მხარესაა. განსაკუთრებით კი კარიერაში, სადაც აღიარებისა და დაფასების დიდი შანსი გაქვთ. თუ თებერვლის შუა რიცხვებიდან გამოცდების ჩაბარებას, პრეზენტაციებისა თუ მოლაპარაკებების გამართვას გადაწყვეტთ, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ. მარტის თვე თქვენთვის ძალიან მშვიდი იქნება და შეძლებთ, რომ ძალები აღიდგინოთ, ახალი იდეებით დაიმუხტოთ და სამომავლოდ საინტერესო საქმე წამოიწყოთ. ასტროლოგების თქმით, 2023 წელი შესაძლოა, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდეს.
მერწყული
თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც მეგობრები და ახლობლები ყველა გასაჭირისა თუ პრობლემის დროს მიმართავენ და იციან, რომ თქვენი სახით, ერთგული და საიმედო დასაყრდენი ჰყავთ. ახლა კი საყვარელი ადამიანების მხრიდან თავად იგრძნობთ ზრუნვასა და სიყვარულს. უახლოეს პერიოდში ნათლად დაინახავთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი, ვისი იმედი უნდა გქონდეთ და ვისი - არა. დადგება მომენტი, როცა ადამიანებთან უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოთ და არასაჭირო ურთიერთობებზე დრო აღარ დახარჯოთ. 2023 წლის გაზაფხულამდე საკუთარი თავის გათავისუფლებასა და ახალი შესაძლებლობების მიღებას შეძლებთ, რაც ბედნიერებასა და წარმატებას მოგიტან და თქვენს პოტენციალს უფრო უკეთ შეაფასებთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის
წყარო: www.beaumonde.ge