Digest Logo

ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

1675680645
თურქეთში მიწისძვრა

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

👉„მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს - შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!“ - თეა გოდოლაძე

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: 

საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040 +905392208280 

გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400 

გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა და 5385-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘რას ჰყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები - „მოვასწარით, რომ გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა“

🔘„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

🔘🎥 „7 კილო დავიკელი“ - ნახეთ, როგორ გამოიყურება ნატა გულიაშვილი წონაში დაკლების შემდეგ?