ნუმეროლოგმა ქეთევან ჯანდიერმა 9–15 მარტის კვირის ზოგადი პროგნოზი გაავრცელა. მისი თქმით, მომდევნო დღეები ცვალებადი და ნერვული რიტმით ჩაივლის, თუმცა ამავე დროს სწრაფი წარმატებისა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პერიოდიც იქნება.
„საავტორო კვირის ზოგადი ნუმეროლოგიური პროგნოზი: 9 – 15 მარტი..
„გეგმები იცვლება, მაგრამ ფორტუნა მაინც წინ მიგვიძღვის“
პერსონალური გზამკვლევისთვის (დიაგნოსტირება/პროგნოზისთვის, მომწერეთ მესენჯერში )
ეს კვირა მოდუნების საშუალებას ნაკლებად მოგვცემს. იგი ცვალებად და ოდნავ ნერვულ რიტმში მიმდინარეობს, თუმცა პოზიტიური შესაძლებლობებიც ნამდვილად არსებობს.
სწრაფი წარმატების შანსები არის, მაგრამ მოვლენები თითქოს ნახტომებით ვითარდება: იღბლისა და სარგებლის პერიოდებს დროებითი სიმშვიდე ცვლის. ბევრის გადაკეთება გზადაგზა მოგიწევთ — ამას მოქნილობა და ცივი გონება დასჭირდება.
ტენდენციებში: ხარისხობრივი გაუმჯობესებები, დიდი გეგმების განხორციელება.. დაძაბულობა და ნერვიულობა..
საზოგადოებრივი ვექტორი: ადამიანებს სულ უფრო უჭირთ სწრაფად ცვალებად ტენდენციებთან შეგუება. კვლავ იგრძნობა საერთო ქაოსის განცდა, რაც ბევრს გზიდან გადააგდებს. ვინც სტაბილურობას ეძებს და საკუთარ თავს ცვლილებების გზაზე ვერ ხედავს, დროებით შეანელებს ტემპს. იქნებიან ისეთებიც, ვინც ლიდერის ძებნას დაიწყებს, თუმცა მისი პოვნა ნაკლებად სავარაუდოა. საუკეთესო გზა ახლა ერთობაა — თანამოაზრეებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გაცილებით მარტივია არ დაიკარგო ცვლილებების მორევში.
ტენდენციები: მოკლევადიანი შესაძლებლობები, საზოგადოებებისა და ჯგუფების როლის გაძლიერება, სერიოზული სამხედრო შეცდომები და ეკონომიკური დაძაბულობის ზრდა...
პიროვნებისთვის: მიმდინარე მოვლენები არაერთხელ შეამოწმებს თქვენს უნარს შეინარჩუნოთ ბალანსი, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი. აქ დაგეხმარებათ მოქნილობა და სიტუაციების მიღება ისეთი, როგორიც არის. როგორც გასულ კვირას, აქაც მნიშვნელოვანია სიფრთხილე და აუჩქარებლობა. ემოციები გვერდზე გადადეთ! საჭიროა მხოლოდ გააზრებული და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა.
ტენდენციები: საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა, მიზნების ხარისხობრივი გადახედვა.. ემოციური რყევები და ყურადღების გაფანტვა..
სამუშაო სფერო: წინ საკმაოდ არაერთგვაროვანი საქმიანი გარემოა.. საინტერესო შეთავაზებები შეიძლება სრული სიცარიელის პერიოდებსაც ენაცვლებოდეს. ბევრი ფინანსური სტრატეგია გადახედვას მოითხოვს, ხოლო განსაკუთრებით გაბედული პროექტების ნაწილი შესაძლოა დროებით შეჩერდეს. გაუფრთხილდით თქვენს გუნდს.
ტენდენციები: თქვენს სფეროში პოზიციების გამყარება, კონფლიქტები პარტნიორებთან..
სიყვარულში: ძველი პრობლემები ურთიერთობებში ისევ შეიძლება წამოიწიოს. საუკეთესო გზა არის პარტნიორს აჩვენოთ, რომ დიალოგისთვის მზად ხართ. ნამდვილ სიახლოვეს მცირე ტურბულენტობა ვერ დააზიანებს. მარტოხელა გულები შაბათ-კვირას აქტიურ ძიებაში იქნებიან.
ტენდენციები: დაახლოება საერთო საქმიანობით, მოულოდნელი ეჭვიანობის აფეთქებები..
9 მარტი — ორშაბათი
დღის დასაწყისში ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ენერგიის ნაკადი და მეტი საქმე მოასწროთ. აქტიურ ადამიანებს ბედი სწყალობს და საჭირო კარებს უხსნის. თუმცა დღის შუაში აქტიურობა შეამცირეთ — ენერგიის ტალღებმა შეიძლება მოვლენები მოულოდნელად „გადაატრიალოს“.
10 მარტი — სამშაბათი
მშფოთვარე ღამის შემდეგ დილა თითქოს გამძლეობას ტესტავს. ვინც ბუნდოვან სიტუაციებში კარგად ორიენტირდება, რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობას დაიჭერს. მოერიდეთ სკანდალებს და არაადეკვატურ ადამიანებს. გზაზე იყავით ყურადღებით. დაეყრდენით საკუთარ ძალებს.
11 მარტი — ოთხშაბათი
გეგმები იცვლება, საქმეები კი ტრანსფორმაციას განიცდის. ეცადეთ ტემპს მოერგოთ. წასული თემების ადგილას აუცილებლად ახალი მოვა. იყავით თქვენს ადამიანებთან — თამამად სთხოვეთ დახმარება და თავადაც დაეხმარეთ სხვებს.
12 მარტი — ხუთშაბათი
დილიდან საინტერესო პერსპექტივებს ხსნის და წარმატების შანსებს იძლევა. არ დაკარგოთ დრო — წინ წაიწიეთ თქვენი იდეებით. მორცხვობა ახლა ცუდი თანამგზავრია. ფინანსების გამო შეიძლება მცირე კამათიც წარმოიშვას, მაგრამ ზედმეტად ნუ ჩაეჭიდებით — სიტუაცია უფრო მარტივია, ვიდრე ჩანს.
13 მარტი — პარასკევი
მეტად ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც ნებისყოფას ავლენს და სირთულეებს არ უფრთხის. შესაძლებელია ძლიერ ადამიანებს გვერდითაც მიუდგეთ და მათთან ერთად იმოქმედოთ. იმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად, გამოიჩინეთ მოხერხებულობა. ნუ დახარჯავთ ენერგიას კამათზე.
14 მარტი — შაბათი
პირადი საქმეები პრიორიტეტშია. გვერდზე გადადეთ ყველაფერი, რაც თქვენს ინტერესებს არ შეესაბამება. დაკავდით დაგეგმვით ან იმ მიმართულებით მუშაობით, რომელიც გიზიდავთ. შემოქმედება და საკუთარ თავზე ზრუნვა საუკეთესო არჩევანია.
15 მარტი — კვირა
მოულოდნელად შეიძლება მოიტანოს კარგი იდეები და დიდი პროექტების ჩანასახი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც საინტერესო გეჩვენებათ. შეისწავლეთ ახალი სფეროები და შეთანხმდით საჭირო ადამიანებთან. თუ შანსი გამოჩნდა რაიმე დიდი საქმისთვის — არ გაუშვათ!
სიყვარულით, ქეთევან ჯანდიერი (Ketevan Jandieri) მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, გამოიწერე გვერდი და გამომყევი!