Digest Logo

„გეგმების დაწყობას ნუ იჩქარებთ, რადგან მათი კორექტირება მოგიწევთ“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

1702281137
მიხეილ ცაგარელი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს. 

♈ ვერძი - ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობა მდგრადი. გეგმების დაწყობას ნუ იჩქარებთ, რადგან მათი კორექტირება მოგიწევთ. თქვენს ირგვლივ რაღაცები იცვლება, რამაც შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს. მთლიანობაში კარგი პერიოდი გაქვთ. კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ახლაა საჭირო გაემგზავროთ უცხოეთში. 

♉ კურო - თქვენი ენერგოტონუსი გაძლიერებას კვირის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ძალიან ნუ გადაიღლებით, ყურადღება მიაქციეთ ემოციას, რადგან ამის საფუძველზე შეიძლება რაღაც სისულელე გააკეთოთ, ჩადოთ ფული არასწორად.

♊ ტყუპები - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, თუმცა შეიძლება გეგმებში ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ. მთლიანობაში კვირა კარგია, 13 რიცხვის გამოკლებით.

კირჩხიბი - ახალმთვარეობის შემდეგ თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, ჯანმრთელობა მდგრადია. ახალმთვარეობა გაიარეთ ფრთხილად, რადგან ყველაზე მძიმედ თქვენს ემოციურ ფონზე მოქმედებს. ძველი პრობლემების მოგვარების დროა. მთლიანობაში კვირა კარგია, თუ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ნელ-ნელა გამოჯანმრთელდებით. გააუმჯობესებთ ურთიერთობებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.

♌ ლომი - ძალიან აქტიური, ენერგიული, ქარიზმატული და მიმზიდველი ხართ. შეიძლება ჩაატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც თქვენს ხელმძღვანელ პირებს არ გამოეპარებათ, რის გამოც კვირის მეორე ნახევარში შეიძლება მიიღოთ დაწინაურების შანსი. პერიოდი წარმატებულია ფინანსური კუთხით, გაქვთ კონკურსებში და ლატარიები გამარჯვების შანსი. 

♍ ქალწული - ჩართული ხართ საოჯახო საქმეებში. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება გაგიჩნდეთ მასშტაბური იდეა პროექტებისა და პრობლემების გადაჭრის. იპოვით სულიერ მასწავლებელს, ან სულიერ მოძღვრებას. კვირის მეორე ნახევრიდან ენერგოტონუსი იმატებს და ჯანმრთელობა ხდება მდგრადი. 

♎ სასწორი - თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა გექნებათ, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ ზედმეტ ფანტაზიებს.  ნუ აჰყვებით ზედმეტ ილუზიებს, დაეყრდენით რეალურ ფაქტებს. 

♏ მორიელი - გააზრების პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა იმატებს და კვირის მეორე ნახევრიდან ხდებით უფრო აქტიური. რაც მეტად გააანალიზებთ, გაიაზრებთ ძველ შეცდომებს ამისთვის არის საუკეთესო პერიოდი. მზარდია თქვენი ინტუიცია, რომელიც გიკარნახებთ როგორ განახორციელოთ ახალი იდეები. 

♐ მშვილდოსანი - ახლა თქვენი დროა, მზე თქვენს ზოდიაქოშია. შანსები წარმატებისა ყველაზე მაღალია, მაგრამ ერთი პრობლემაა, სიზარმაცის სენი, რომელსაც უნდა მოერიოთ. გინდათ დროს ტარება და ტაშ-ფანდური, არ გინდათ შრომა, მაგრამ აუცილებლად უნდა იშრომოთ, რადგან შანსები არ ნახულად მაღალია.  არ დაკარგოთ ეს დრო. 

♑ თხის რქა - გჭირდებათ ყურადღება, ეს იქნება თქვენთვის ბოლო რთული კვირა. დაიწყება სასიკეთო ცვლილებები, რადგან მზე უახლოვდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს და ამას იგრძნობთ.  ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. თუ ვინმეს ვალი გქონდათ, ახლა შეგახსენებთ თავს. ენერგოტონუსი დაბალია და ჯანმრთელობა არამდგრადი. დაბადების წინა პერიოდში დაავადებების ყველაზე დიდი ალბათობაა, ამიტომ ფრთხილად იყავით ჯანმრთელობასთან. განსაკუთრებით ძვლები, ხერხემალი, მუხლები.  

♒ მერწყული - კარგი დროა, ენერგოტონუსი მაღალია, საინტერესო და ახალი იდეების რეალიზაციის დროა. თუმცა გაქვთ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, ეს არის ინერტულობა. ნუ გძინავთ, მოუმატეთ ენერგიას. შეუძახეთ საკუთარ თავს! ყველაფერი გამოგდით ამ პერიოდში! 

♓ თევზები  - ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ გაუფრთხილდით, ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ეს არის საინტერესო ინტიმური, სექსუალური კავშირისთვის, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის, მაგრამ ერთი პრობლემაა - იმატებს თქვენი ფანტაზია, რომელიც გადადის ილუზიაში. ნუ მოიტყუებთ თავს და იქნებით უფრო წარმატებული.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთი დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🎥 რომელ რიცხვებში დაბადებული ადამიანები დაოჯახდებიან 2024 წელს?!

🎥 „ყველაფერი არის განწყობა ჩემო მეგობრებო, გუშინ საკეისრო გავიკეთე და დღეს ავდექი, დავდივარ“ - ნანუკა გულუა