Digest Logo

🎥 „გენეტიკაზე საუბრისას ვიღაც ამბობს, ბაბუაჩემის დანაშაულია ჩემი ავადმყოფობა - ეს უსამართლობაა“ - რატომ ვიბადებით კონკრეტულ ოჯახში

1764923025
ალეკო შუღლაძე

3 დეკემბერს „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ ახალი ეპიზოდი დაიდო, რომლის სტუმარიც მწერალი ალეკო შუღლაძე იყო.

მწერლის განმარტებით, კარმა არის სამყაროსეული მიზეზ-შედეგობის კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენი წარსული ქმედებები ზემოქმედებს აწმყოსა და მომავალზე. მისი თქმით, ნებისმიერი ქმედება წარსულში არის მიზეზი იმისი, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს.

ნახეთ, რას პასუხობს მწერალი შეკითხვას - რატომ ვიბადებით კონკრეტულ ოჯახში:

„როგორც კი ვიღაც გენეტიკაზე საუბრობს, ამბობს, რომ ბაბუაჩემის, ბაბუის ბაბუის დანაშაულია ჩემი ავადმყოფობა და ეს გადმოვიდა ჩემზე, ეს უსამართლობაა. რატომ უნდა გადმოვიდეს ბაბუაჩემის რაღაც ჩემზე, მე ინდივიდუალური პიროვნება ვარ და ასეც რომ იყოს, ისმის შეკითხვა: რატომ დავიბადე ამ შთამომავლობაში, ამ გენეტიკურ ხეში? ეს იგივეა, რაც იკითხო რატომ არის კაცი უსინათლო? პასუხი არ არის. 

რატომ დავიბადე მაინც და მაინც ამ ოჯახში? აქ ყველაფერი არის პირიქით! არსებობს ჯერ კარმა, შემდეგ ერთი კარმის მქონე ადამიანები, შაქრიანი დიაბეტით, ან გულის, წნევის, რაღაცის პრობლემებით, იბადები იმ გარემოცვაში, სადაც ერთნაირი მახასიათებლები, თვისებები არსებობს, რათა ერთმანეთს გაუგონ, გაითვალისწინონ, დაიხმარონ ერთმანეთი. 

კარმა ინდივიდუალურია. არსებობს ქვეყნის, დედამიწის კარმა, მაგრამ ეს ისეთი ზემოქმედებითი არ არის, როგორც პიროვნული კარმა. ჩემი დაბადება საქართველოში კარმის ნაბიჯია, ჩემივე კარმული ნაბიჯია. ძალიან რთულია შეცვალო შენი ქვეყანა დაბადებიდან-დაბადებაში. ძირითადად, ადამიანები ერთი და იგივე ქვეყანაში იბადებიან, აქვთ მონაცვლეობა, ხან ქალია, ხან კაცი, ეს იდეალურ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი სხეულს იღებს. თუ კარმა ძალიან რთულია, არსებობს ორი თეორია: 

ერთი - ცუდი კარმის მიხედვით, ადამიანი შეიძლება დაბალ საფეხურზე მოვიდეს, ანუ შეიძლება ცხოველად დაიბადოს.

მეორე - არ იბადება ადამიანი ცხოველად. 

კარგი კარმა იმის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა ზემოთ გადაინაცვლოს, ადამიანის სხეულის მსგავსი ნახევარ ღმერთების სხეული მიიღო - ასე ამბობს ვედები. გულისხმობს, სამოთხისეულ პლანეტებს, არა ქრისტიანული გაგებით, არამედ კარგ მდგომარეობაში ყოფნას, თუნდაც დედამიწაზე წარმოვიდგინოთ: საოცრად ჯანმრთელი, ბევრი ფულის მქონე, მდიდარი, კარგი ხასიათის. თუ ხარ პრინცი - ეს კარგი კარმის შედეგია, თუ შემდგომში არ აურევ. 

კარმისთვის დამახასიათებელია ამაღლება, დაცემა, ამაღლება, დაცემა“, - ამბობს ალეკო შუღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრი მწერდით: ენერგიულ სიმღერებს აღარ მღერი, ის უფრო გიხდებოდაო“ - რა კადრებს აქვეყნებს ბარბარა სამხარაძე

„იოლი ცხოვრება არ ჰქონია, ორი ძვირფასი ადამიანი დაკარგა და ის მაინც არ გატყდა“ - რას წერს გივიკო დიდია ბებიაზე

„ყველაზე ძლიერი ადამიანია... ღარიბი იქნებოდა ჩემი შინაგანი სამყარო, რომ არა ის“ - ზაკ მირიანაშვილის მილოცვა იუბილარ დას